მნიშვნელოვანი სიახლეები
ინანას ქვესკნელში ჩასვლა: 5500 წლის წინანდელი ლიტერატურული შედევრი

ინანას ქვესკნელში ჩასვლა: 5500 წლის წინანდელი ლიტერატურული შედევრი

„ინანას ქვესკნელში ჩასვლა“ არის უძველესი მესოპოტამიის ლიტერატურული ნამუშევარი. ეს ისტორია თავდაპირველად თიხის ფირფიტებზე ლურსმლურით დაიწერა ლექსის ფორმით. „ინანას ქვესკნელში ჩასვლა“ მოგვითხრობს ქალი პერსონაჟის მოგზეურობას ქვესკნელში, რათა უფრო ძლიერი გამხდარიყო, ვიდრე მისი ახალდაქვრივებული და ერეშკიგალი. ლექსი სავსეა სიმბოლიზმებით და მისი რამოდენიმე ვარიანტი არსებობს.

სექსისა და ომის ქალღმერთი

ინანა შუმერული მითოლოგიის ქალღმერთია და აქადურ პანთეონში მას იცნობენ, როგორც იშთარს. ის შუამდინარეთის ღმერთებში ყველაზე მნიშვნელოვან ღვთაებად ითვლება და მას სექსუალური სიყვარულის ქალღმერთს უწოდებენ. თუმცა ხანდახან ის ომის წარმომადგენელიცაა. ინანა შუამდინარეთის ყველაზე მრავალფეროვანი ღვთაებაა, რადგან ის ისეთ საკითხებს უკავშირდებ,ა რაც ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ის გამოისახება ახალგაზრდა, მაგრამ ძლიერ ქალად. ეს ჩანს „ინანას ქვესკნელში ჩასვლაშიც“.

მსოფლიოს უძველეს პოემებს შორის

„ინანას ქვესკნელში ჩასვლა“ დაიწერა ძვ.წ.ა. 3500 და 1900 წლებს შორის. თუმცა შეიძლება ის უფრო ადრეც შეეთხზაც. პოემა 415 სტრიქონს შეიცავს.

„ინანას ქვესკნელში ჩასვლა“ იწყება შემდეგნაირად, „დიდებული ზეციდან მან თავისი გონიერება ძირს ჩამოიტანა. დიდებული ინანა ჩამოვიდა ქვემოთ. ქალბატონმა მიატოვა ზეცა, მიატოვა მიწა და ჩავიდა ქვესკნელში. „ ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომაც შეიძლება ის მასე მოქცეულიყო არის თავისი ძალების გაფართოვების მიზანი, სადაც დედოფლობდა მისი და ერეშკიგალი.

როცა ინანა მიწისქვეშეთის ჭიშკარს მიადგა, ჭიშკრის მცველს ნეტის უთხრა, რომ ის გუგალანას დაკრძალვისთვის მოვიდა, რომელიც ზეცის ხარი და ერეშკიგალის ქმარი იყო. როცა ერეშკიგალმა ეს გაიგო არ გაუხარდა და ქვესკნელის შვიდივე ჭიშკრის დაკეტვა ბრძანა. ამგვარად ინანა იძულებული იყო თითოულ ჭიშკარში გასასვლელად თავისი სამეფო სამოსლის ნაწილი დაეტოვებინა.

როცა ინანა ერეშკიგალის ტახტთან მივიდა ის მთლიანად შიშველი  და უსუსური იყო. ერეშკიგალმა დაამარცხა თავისი და და „გვამად აქცია“, შემდგომ „კაუჭზე ჩამოკიდა“. სანამ ქვესკნელში ჩავიდოდა ინანამ თავის მსახური ნინშუბური გააფრთხილა, რომ დახმარებოდა თუ გარკვეული დროის შემდგომ არ დაბრუნდებოდა. ამგვარად ნინშუბური დასახმარებლად ღმერთ ენქისთან მივიდა, რომელიც ინანას მამა იყო. ინანას მამამისისა და მსახურის დახმარებით სიცოცხლე უბრუნდება, მაგრამ არ შეუძლია ქვესკნელის ასე მარტივად დატოვება.

ენქის მსახურებმა სცადეს ინანას წამოყვანა, მაგრამ ვერ შეძლეს. საბოლოოდ ინანა ხვდება თავის მეუღლე დუმუზის, რომელიც სულაც არაა გლოვაში და „მშვენიერ სამოსელში გახვეულიყო და დიდებულ ტახტზე იჯდა“. ამაზე ინანა ბრაზდება მის შეპყრობას ბრძანებს.

დუმუზი მზის ღმერთ უტუს ევედრა გადასარჩენად, რომელიც მას გველად აქცევს. ამის მიუხედავად მას იპყრობენ და ქვესკნელში მიჰყავთ. გეშტინანა, დუმუზის და გადაწყვიტავს თავის ძმას ჩაენაცვლოს. საბოლოოდ გადაწყდება, რომ დუმუზი და მისი და წელიწადის ნახევარს ქვესკნელში გაატარებენ და ნახევარს მის გარეთ. როგორც ბერძნულ მითშია პერსეფონესა და დემეტრეზე, რითაც წელიწადის ცვლილებას ხსნიდნენ.