მნიშვნელოვანი სიახლეები
ინგლისში გიგანტური ოქროს სამკაული იპოვეს

ინგლისში გიგანტური ოქროს სამკაული იპოვეს

ინგლისში, კემბრიჯშირის ერთ-ერთ მინდორზე მოყვარულმა არქეოლოგმა 730 გრამიანი ოქროს საყელური აღმოაჩინა. იგი უძველეს კელტურ სამარხში აღმოჩნდა. განძის მაძიებლის სახელს არ ამჟღავნებენ.

აღმოჩენის შესახებ მან ბრიტანეთის მუზეუმის თანამშრომლებს შეატყობინა. კელტური საყელურები ტორკის სახელით არის ცნობილი, რომელიც ლათინური "torques"-სგან (დაგრიხე) მომდინარეობს. ყელზე ტორკითაა გამოსახული მაგალითად ღმერთი კერნუნი (კელტების ე.წ. რქინი ღმერთი).

სპეციალისტების შეფასებით სამკაულის ასაკი 3000 წელზე მეტს შეადგენს. იგი დაგრეხილ თასმას წარმოადგენს. გასაოცარია მისი დიდი სიგრძე. ბრიტანეთის მუზეუმის სპეციალისტის ნეილ უილკინის თქმით, გიგანტურ ტორკს შესაძლოა ავი თვალისგან დაცვის მიზნით ფეხმძიმე ქალი მუცელზე ატარებდა. ასევე არაა გამორიცხული რომ იგი ცხოველის კისერზე მსხვერპლთშეწირვის წინ შემოეხვიათ.

 „დიდი ტორკები, რომლებსაც სავარაუდოთ ქამრად ატარებდნენ, ზოგჯერ ხვდება არქეოლოგებს, - ამბობს უილკინი. - მაგრამ ეს ტორკი ადრე აღმოჩენილებზე გაცილებით დიდია, უფრო დიდია ვიდრე ყველაზე დიდი წელი.

გასაოცარია ძველი იუველირის ოსტატობა. ტორკი ოქროს კვადრატული ძელაკიდან არის დამზადებული, რომელიც დაგრეხილი და გაპრიალებულია. კარაკინი (კრონცირკული) რომ ავიღოთ და ხვეულებს შორის მანძილი გავზომოთ, აღმოვაჩენთ, რომ ისინი ზუსტები და თანაბრებია“.

 ბრიტანული კანონებით აღმოჩენილი არტეფაქტის შესყიდვის უპირატესი უფლება მუზეუმებს აქვთ. უნიკალური ტორკის შესყიდვის სურვილი ქალაქ ილის მუზეუმმა უკვე გამოთქვა. ეს ქალაქი კემბრიჯის მახლობლად მდებარეობს. არტეფაქტის ღირებულება სულ ცოტა 150 ათასი გირვანქაა.