მნიშვნელოვანი სიახლეები
იქ სადაც მკვდრებს სვავებისთვის ტოვებენ (+ვიდეო)

იქ სადაც მკვდრებს სვავებისთვის ტოვებენ (+ვიდეო)

სიჩუმის კოშკი (ასევე ცნობილი როგორც „დახმა“) ზოროასტრიულ რწმენაში დასაკრძალავი ადგილია. ზოროასტრიელები თავიანთი წესის მიხედვით გარდაცვლილებს ტოვებდნენ მზისა და სვავების ხელში. ეს პრაქტიკა ზოროასტრების მიერ დიდი ხნის წინ გამოიყენებოდა თუმცა დღევანდელ დღეს ის ნაკლებ გვხდება. ამის შედეგად მრავალი მიტოვებული სიჩუმის კოშკები შემორჩა.

გარდაცვლილთა გვამების კოშკებში დატოვების წესი ძვ.წ.ა მე-5 საუკუნის ბერძენ მწერალ ჰეროდოტესთან გვხდება. ეს კოშკები დიდად  გავრცელებული ყოდილა სპარსეთში. ამრიგად შესაძლოა ეს რელიგიური წესი უფრო დიდი ხნის იყოს ვიდრე მიაჩნიათ. ზოროასტრიული რწმენის მიხედვით ოთხი ელემენტი - ცეცხლი, წყალი, მიწა და ჰაერი წმინდაა, რის გამოც არ უნდა შეიბღავლოს. მაგალითად კრემაცია იწვევს ცეცხლის, ჰაერის და წყლის მოწალვლას. მიწაში დამარხვა კი მიწასა და მიწისქვეშა წყლებს წამლავს.

ამის გამო ზოროასტრიელები ამჯობინებდნენ თავიანთი გარდაცვლილები გამოეფინათ. მათ ტოვებდნენ მხეცებისთვის, რომლებიც ლეშით იკვებებიან. რის გამოც აშენებდნენ კიდეც სიჩუმის კოშკებს. ეს სახელი მსგავსი ნაგებობებისთვის მოდის რობერტ მარფისგან, რომელიც კოლონიური ინდოეთის გამგებელი იყო მე-19 საუკუნის დასაწყისში.

დღეს-დღეობით გაურკვეველია როდის დაიწყო მსგავსი შენობების შენება. ყველა კოშკს მსგავსი სტრუქტურა გააჩნია. ესაა ამაღლებულზე მდებარე კონსტრუქცია, რომლის შიგნით არის სამი შიდა წრე. სავარაუდოდ იქ იმდენი სვავები მოდიოდა, რომ სხეულებისგან  უკვე რამოდენიმე საათში მხოლოდ ძვლებს ტოვებდნენ.

მას შემდეგ, რაც ფრინველები ხორცს შეჭამდნენ ძვლები მზეზე გასაშრობად რჩემოდა, რაც ასევე მისი „გაპატიოსნების“ ნაწილი იყო. საბოლოოდ ძვლები ცენტრალულ დიდ წრეში ხვდებოდნენ. თუ კლიმატი მშრალი იყო ისინი ბუნებრივად იშლებოდნენ.

სიჩუმის კოშკები ირანსა და ინდოეთში გვხდება, სადაც ფარსის ხალხი ცხოვრობს. ირანში სიჩუმის კოშკების გამოყენება 1970-იან წლებში აიკრძალა.

ფარსის მოსახლეობა ჯერ კიდევ შემორჩა ინდოეთში, თუმცა მათი რაოდენობა შემცირდა. ამავე დროს მოსახლეობის ზოგმა ნაწილმა შეცვალა დაკრძალვის ხერხი დასაფლავებით და კრემაციით. დღეს დღეობით მცირეოდენი მოქმედი სიჩუმის კოშკიღა თუ არის შემორჩენილი.