მნიშვნელოვანი სიახლეები
ისრაელში ცეცხლის გასაჩაღებელი 9 000 წლის წინანდელ ქვას მიაკვლიეს

ისრაელში ცეცხლის გასაჩაღებელი 9 000 წლის წინანდელ ქვას მიაკვლიეს

ისრაელის არქეოლოგებმა ქალაქ რამათ ბეით შემეშში ქვა აღმოაჩინეს, რომლის ასაკიც 9 000 წელს აღწევს. ქვას ნახვრეტები გააჩნია. სპეციალისტების აზრით მას ცეცხლის გასაჩაღებლად იყენებდნენ. ზოგი ექსპერტის აზრით მათ წინაშე პრიმიტიული თამაშის ფრაგმენტია.

ქვის ნახვრეტში სწრაფად აალებად მასალას ათავსებდნენ, შემდეჯ ჯოხს დებდნენ და დიდი სიჩქარით ატრიალებდნენ.

ქვა იერუსალიმიდან სამხრეთით 40 კილომეტრის დაშორებით აღმოაჩინეს. ამ ადგილას არქეოლოგიური ძიებები ავტომაგისტრალის გაყვანის გამო ჩაატარეს.

ქვის გარდა არქეოლოგებმა სამაჯურის ფრაგმენტი, კაჟის იარაღები და ცხოველთა ძვლები აღმოაჩინეს.