მნიშვნელოვანი სიახლეები
ისრაელში IV საუკუნის შუა ხანების მიწისძვრის კვალი იპოვნეს

ისრაელში IV საუკუნის შუა ხანების მიწისძვრის კვალი იპოვნეს

ქალაქ ჰიპოსის გათხრებისას არქეოლოგებმა ადამიანის ჩონჩხი აღმოაჩინეს, რომელიც საზოგადოებრივი შენობის ჭერის წვეშ იყო მოყოლილი.

გალილეოს ზღვის (ისრაელი) მახლობლად ძველ ქალაქ ჰიპოსში მომუშავე საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიციის წევრებმა ძლიერი მიწისძვრის კვალს მიაგნეს. იგი IV საუკუნით თარიღდება.

არქეოლოგებმა ქალაქის უდიდესი შენობის, ბაზილიკის ჩაქცეული სახურავის ქვეშ მოყოლილი უამრავი ჩონჩხი იპოვნეს. I საუკუნის  ბოლოს, რომაული სამშენებლო ბუმის დროს აგებული შენობა გამოიყენებოდა როგორც ბაზარი და მართლმსაჯულების აღსრულების მთავარი ადგილი.

ნგრევის დროს დაღუპული ადამიანების ძვლებს შორის არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ქალის ჩონჩხი მტრედის ფორმის ოქროს კულონით. თავის ქალის მიხედვით დადგინდა რომ ქალი სიკვდილის წინ სამხრეთისკენ ანუ კარისკენ იყურებოდა, ყვება მაიკლ აიზენბერგი (Michael Eisenberg), გათხრების ხელმძღვანელი ჰაიფის უნივერსიტეტის ცინმანის არქეოლოგიის ინსტიტუტიდან. მისი სიტყვებით გასასვლელი დაღუპულისგან 40 მეტრში იყო.

undefined

მიწისძვრა დაათარიღეს იმ მონეტების მიხედვით, რომლებიც იპოვეს ბაზილიკის იატაკსა და ჩამოქცეული მარმარილოს არქიტექტურულ დეტალებს შორის. მათგან ყველაზე ახალი 362 წლით თარიღდება. დაახლოებით 90 სანტიმეტრით მაღლა არქეოლოგებმა აღმოაცინეს ადრებიზანტიური შენობა, რომელიც 383 წლის ათობით მონეტით თარიღდება.

„ეს ნიშნავს, რომ ქალაქის დიდი ნაწილი მთლიანად დანგრეულ და მიტოვებულ იქნა 20 წლიანი პერიოდის განმავლობაში“, – ყვება აიზენბერგი.

undefined

 მიწისძვრამ აგრეთვე დაანგრია რომაული აბანოები. 363 წლის ნანგრევებში ნახეს რომაული ქანდაკების ნაწილი – ხის ტანზე დაყრდნობილი მამაკაცის მარჯვენა ფეხი. ამ დეტალის მიხედვით ქანდაკების სიმაღლე 1,8 მეტრი უნდა ყოფილიყო. უფრო ზუსტად გაგება თუ ვის ეკუთვნოდა ქანდაკება, ვერ ხერხდება – ქანდაკების ატრიბუტები არ შემორჩენილა. დანგრეული აბანოც არ აღუდგენიათ IV საუკუნის მიწისძვრის შემდეგ.

 ქალაქი ჰიპოსი, აგრეთვე ცნობილი როგორც სუსიტა, ელინიზმის დროს ჩვენს წელთ აღრიცხვამდე II საუკუნეში იქნა დაარსებული. რომაულ პერიოდში იგი ცნობილი იყო როგორც დეკაპოლისიდან – თანამედროვე იორდანიის, სირიის და ისრაელის ტერიტორიაზე, ბერძნული და რომაული კულტურის ცენტრებად ცნობილი ათი ქალაქიდან ერთ–ერთი. ამ დროს ჰიპოსი ძლიერი ქალაქ–სახელმწიფოა, რომელიც საკუთარ მონეტასაც კი ბეჭდავდა ცხენის გამოსახულებით („ჰიპოს“ ძველი ბერძნულიდან – „ცხენი“).

undefined

749 წელს რეგიონში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც ქალაქი მთლიანად დაანგრია. ამის შემდეგ იგი აღარ აღუდგენიათ.

აიზენბერგის სიტყვებით, მართალია „ფინალური“ მიწისძვრის შესახებ დიდი ხანია იყო ცნობილი, მაგრამ 363 წლის კატასტროფის შესახებ არაფერი იცოდნენ. „ამის მიზეზი საკმაოდ ადვილი მისახვედრია. მაშინ ქალაქი აღადგინეს, ნანგრევები გაიტანეს ნაწილი კი ახალი მშენებლობის დროს მიწით დაფარეს“, –  განმარტავს გათხრების ხელმძღვანელი.