მნიშვნელოვანი სიახლეები
ისრაელში „მოაზროვნის“ უძველესი ქანდაკება აღმოაჩინეს

ისრაელში „მოაზროვნის“ უძველესი ქანდაკება აღმოაჩინეს

ისრაელის ქალაქ იეჰუდში, რომელიც ტელ-ავივის მახლობლად მდებარეობს, არქეოლოგებმა უჩვეულო ჭურჭელი აღმოაჩინეს, რომლის ასაკი 3800 წელია.

ჭურჭელს უჩვეულო ქანდაკება ამშვენებს, რომელიც მჯდომარე ჩაფიქრებულ ადამიანს წარმოადგენს. ჭურჭლის გარდა აღმოჩენილი იქნა ხანჯლები, ისრის პირები, ნაჯახის ყუა, ცხვრის და ვირების ძვლები.

ამას გარდა მკვლევარებმა 6000 წლის არტეფაქტები აღმოაჩინეს, რომლებიც ბრინჯაოს ხანას განეკუთვნება: ათასობით თიხის ჭურჭლის ფრაგმენტი, ბაზალტის ხელსაწყოები და ცხოველთა ძვლები.