მნიშვნელოვანი სიახლეები
ისრაელში სოლომონ მეფის დროინდელ ფერადი ქსოვილის ნაკუწებს მიაკვლიეს

ისრაელში სოლომონ მეფის დროინდელ ფერადი ქსოვილის ნაკუწებს მიაკვლიეს

ისრაელის სამხრეთში, ტიმნას ველზე არქეოლოგებმა 3000 წლის წინადელი ქსოვილის მრავალ ნაკუწს მიაკვლიეს. ეს ნაკუწები ამ რაიონში  მდებარე სოლომონ მეფის მაღაროებში მომუშავეთა ტანსაცმლის ნარჩენებია.

ტიმნას მშრალი კლიმატის გამო ქსოვილი კარგად არის შემონახული. ისინი მცენარეული პიგმენტებით არის შეღებილი. ეს იმაზე მიუთითებს, რომ იმ დროს ქსოვილების წარმოება მაღალ დონეზე იყო განვითარებული.

 უფრო მეტიც, ისტორიკოსებს აქამდე ეგონათ, რომ მაღაროელები ღარიბი ხალხი, ზოგჯერ მონებიც იყვნენ. ახლა კი მათი ტანსაცმლის სიძვირიდან გამომდინარე შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ შახტებში მაღალი სოციალური სტატუსის ადამიანები მუშაობდნენ. ამ ფაქტს იქვე აღმოჩენილი ძვირფასი კერძების ნაშთები, კერძოდ კი ხმელთაშუა ზღვიდან ჩამოტანილი თევზების ძვლებიც ადასტურებენ.