მნიშვნელოვანი სიახლეები
ისტორიაში ცნობილი 9 ქალი მეკობრე

ისტორიაში ცნობილი 9 ქალი მეკობრე

როცა მეკობრეებზე ჩაფიქრდებით, თქვენ ალბათ გონებაში წარმოიდგენთ წვერებიან ყაჩაღს ან ხისფეხა ნაძირალას, როგორიც იყო შავწვერა, ბარბოსა და კალიკო ჯეკი. თუმცა მეკობრეთა უმეტესობა მამაკაცები იყვნენ, ისტორიას მაინც შემორჩა ზღვის ყაჩაღი ქალები, რომლებიც იყვნენ ასევეთივე შეუბრალებლები, ცნობილები და მათი ყველას ეშინოდა.

undefined

1. ანა ბონი

ნამდვილი სახელია ანა კორმაკი; დაიბადა სავარაუდოდ 1698 წელს. ეს ირლანდიელი გოგონა წითელი თმებითა და ფეთქებადი ხასიათით გახდა მეკობრეობის ოქროს ხანის (1650-1730იანი წლები) სახე, მას შემდეგ რაც დაქორწინდა ნაკლებადცნობილ მეკობრე ჯეიმს ბონიზე. საზოგადოებაში პატივცემულმა მამამ  უარყო შვილი ამ შეუფერებელი ქორწინების გამო და ამგვარად, ანა და მისი ახალი ქმარი გადავიდნენ  ბაჰამის კუნძულებზე, რომელსაც მეტსახელად მეკობრეთა რესპუბლიკა ერქვა – იგი წარმოადგენდა ყაჩაღთა ერთგვარ ნავსაყუდელს. მაგრამ ბონის ოჯახს დიდხანს არ უცხოვრიათ ბედნიერად.  

ისინი გაიყარნენ და მალე ქალი დაუახლოვდა კალიკო ჯეკ რეკჰემს, თავიდან როგორც საყვარელი, შემდეგ როგორიც მისი პირველი თანაშემწე გემზე  Revenge. 1720 წლის ოქტომბერში, ის და რეკჰემის ეკიპაჟის ნაწილი დაატყვევეს, მიუხედავად ბონისა და მისი ახლო მეგობრის, მერი რიდის თავდაუზოგავი მცდელობისა დაეძლიათ ინგლისის ჯარი. ბონიმ დაადანაშაულა რეკჰემი. საპატიმროში მისი უკანასკნელი სიტყვები ჯეკის მიმართ იყო:„ვწუხვარ რომ აქ გხედავ, მაგრამ მამაკაცივით გებრძოლა, ძაღლივით ვერ ჩამოგახრჩობდნენ“. ჯეკი ჩამოახრჩეს, მაგრამ ბონის გაუმართლა. ორსულად აღმოჩნდა და ამან გადაუვადა დასჯა, რომელიც სავარაუდოდ აღარც შესრულდა, რადგან აქედან მოყოლებული ანა ბონიზე ისტორიული ჩანაწერები წყდება. ზოგი მკვლევარი ვარაუდობს, რომ გავლენიანმა მამამ გამოიხსნა იგი. თუმცა, როგორც ავღნიშნეთ, წყაროებით არ დასტურდება.

undefined

2. მერი რიდი

ანა ბონის საუკეთესო მეგობარი იყო მერი რიდი, წარმოშობით ინგლისელი, საზღვაო კაპიტნის ქვრივის უკანონო შვილი. თუ ბონის სამოსი ისე ეცვა, რომ ქალურ ნაკვთებს არ მალავდა, რიდი მამაკაცივით გადაცმული დადიოდა. ჯერ კიდევ ბავშვობაში დედამისი აცმევდა მას გარდაცვლილი უფროსი ძმის სამოსს, რათა მკვდარი ბიჭის ნაცვლად გაესაღებინა და ბებიისგან ფული მიეღო. მოგვიანებით ის შეუერთდა ბრიტანულ არმიას როგორც მარკრიდი. აქ მას შეუყვარდა ფლამანდრიელი ჯარისკაცი, მაგრამ  ამ უკანასკნელის სიკვდილის შემდეგ, მერი ვესტ ინდოეთში გაემგზავრა. გზაზე მისი გემი მეკობრეებმა ჩაიგდეს ხელში, ამის შემდეგ მერიც მათ რიგებს შეუერთდა.

მამაკაცად გადაცმული რიდი შეხვდა ანა ბონისა და კალიკო ჯეკს გემზე Revenge 1720 წელს. ზოგიერთი წყაროს ცნობით, მხოლოდ ბონმა და ჯეკმა იცოდნენ რიდის ქალურობა, ხოლო ეკიპაჟმა მოგვიანებით იეჭვა, როცა დაინახეს როგორ ეფლირტავებოდავიღაც „მარკს“. მოგვიანებით იმავე წელს, ჯგუფის მესამე წევრმაც გაიგო რიდის საიდუმლო –  რიდმა მას ქმარი უწოდა.

როცა გემი Revenge დაატყვევეს მეკობრეზე მონადირე კაპიტანმა ჯონათან ბარნეტმა და მისმა გუნდმა, რიდიც შეუერთდა ბონის  „მუცლის გამობერვაში“, თუმცა ფეხმძიმობამ ვერ იხსნა იგი სიკვდილისგან. იგი გარდაიცვალა უსასტიკესი ციებ–ცხელებისგან 1721 წლის 28 აპრილს საპატიმროში. ჩანაწერი არ შემორჩენილაბავშვის დაკრძალვასთან დაკავშირებით. ზოგი მკვლევარი ეჭვობს, რომ რიდი შვილის მშობიარობას გადაჰყვა.

undefined

3. საიდითხის რქა

მე-19 საუკუნის ამერიკელმა მეკობრემ, საიდი ფარელიმ თავისი უცნაური მეტსახელი მიიღო სასტიკი ქცევების გამო. ნიუ იორკის ქუჩებში სადის გავარდნილი ჰქონდა შეუბრალებელი ყაჩაღის სახელი, რომელიც თავის მსხვერპლს თავში ჩარტყმით თიშავდა. ამბობენ, რომ საიდი მანჰეტენიდან გააძევეს, როცა მეგობარმა ქალმა გალუს მაგმა, ჩხუბისას ყური მოაკვნიტა.

ქალაქიდან გაქცევით მან თავისი ბანდა შექმნა, რათა 1869 წლის გაზაფხულზე კანჯო მოეპარა. ჯოლი როჯერის დროშის აფრიალებასთან ერთად, საიდი და მისი ბანდა გახდნენ მეკობრეები, რომლებმაც მოიცვეს ჰუძონისა და ჰარლემის მდინარეების აუზი და ყაჩაღობდნენ. ის მიუძღოდა თავის რაზმს მდინარის ნაპირებზე განლაგებული ფერმებისა და მამულების დასარბევად, შიგადაშიგ იტაცებდა ადამიანებს გამოსასყიდად. ზაფხულის მიწურულს მისი თარეში რისკიანი გახდა, რამდენადაც მისი კანჯოს მოახლობისას, ფერმერები სროლას იწყებდნენ. ამგვარად, საიდი ხმელეთს დაუბრუნდა. ის შეურიგდა გალუს მაგს, რომელმაც საიდს მოკვნეტილი ყური, აწ უკვე დამარილებული, დაუბრუნა.  საიდი უკვე ცნობილი იყო როგორც „სანაპიროს დედოფალი“. მან დაიბრუნა თავისი ყური და მედალიონში ჩადებულს კისერზე ეკიდა სიცოცხლის ბოლომდე.

undefined

4. ილირიის დედოფალი ტევტა

ერთ–ერთი ყველაზე ძველი ჩანაწერი ქალ მეკობრეებზე გვიამბობს მეკობრე დედოფალზე.როცა მისი მეუღლე აგრონი გარდაიცვალა ძვ.წ. 231 წელს, ილირიის დედოფალი ტევტა გახდა რეგენტი დედოფალი, რამდენადაც მისი გერი პინეუსი, ჯერ ისევ პატარა იყო და მზად არ იყო მმართველობისთვის. დასავლეთ ბალკანეთში მოსახლე ილირიულ ტომებზე ამ ოთხწლიანი ბატონობის პერიოდში ტევტამ წაახალისა მეკობრეობა, როგორც მეზობელ, ძლიერ ტომებთან ბრძოლის საშუალება. ეს გულისხმობდა, არა მხოლოდ რომაული გემების ძარცვას, არამედ დირაქიუმისა და ფინიკიის დაყაჩაღებასაც. მისი მეკობრეები მოედნენ ადრიატიკის ზღვიდან იონიის ზღვამდე ტერიტორიას, ატერორებდნენ საბერძნეთისა და იტალიის სავაჭრო გემებს. გარდა იმისა, რომ ზღვაზე ტევტას ქვეშევრდომი მეკობრეობდა და სახელმწიფოსთვის ნადავლი მოჰქონდა, მათ ასევე დიდი მტერიც დაამარცხეს.

რომაელებმა ტევტას გაუგზავნეს წარმომადგენელი დიპლომატიური შეხვედრებისთვის. მან დასცინა რომაელებს და მოითხოვა, რომ მისი ზღვაზე თარეში გამხდარიყო კანონიერი ვაჭრობის სახე. უცნობია თუ რა უპასუხეს რომაელებმა, მაგრამ ერთი ელჩი მოკლეს, მეორე კი დაატყვევეს. ასე დაიწყო ომი რომსა და ილირიას სორის, რომელიც გაგრძელდა ძვ.წ. 229 წლიდან 227წლამდე, როცა ტევტას მოუწია დანებება გარკვეულ პირობებზე: ზღვაზე თავისი ძალაუფლების შეკვეცა და რომისათვის ყოველწლიური ხარკის გადახდა.

მაგრამ მან მაინც გააგრძელა რომთან წინააღმდეგობა, სანამ ტახტი არ დაკარგა. აქედან კი მისი ამბავი უცნობი ხდება ისტორიისათვის.

5. მკვდრეთით აღმდგარი წითური

მე–17 საუკუნეში ფრანგი მამისა და ჰაიტელი დედისგან დაბადებული ჟაკოტ დელაჰაიმ მოიპოვა აუარება საგანძური და დაატყვევა უამრავი მეზღაპრის წარმოსახვა. ამ ყაჩაღმა, რომლის დედაც მშობიარობას გადაჰყვა, ხოლო მისი ძმა გონებრივად ჩამორჩენილი იყო. მალე მამაც მოუკლეს და გოგონა სულ მარტო დარჩა. ძმის მოვლის ვალდებულებაც მას დააწვა მხრებზე. ლეგენდის თანახმად, მისმა მეკობრეობამ უზრუნველყო ამ ვალდებულების აღსრულება.

მისი მეტსახელი პოპულარული იყო მეზღვაურებს შორის. ლეგენდის თანახმად, ამ წითურა მეკობრემ საკუთარი სიკვდილი გაითამაშა, რათა გაქცეოდა ხელისუფლების ჯარს, რომლებიც 1660 წლიდან დასდევდნენ მას. აქედან მოყოლებული მან მიიღო ახალი ვინაობა და რამდენიმე წელი ცხოვრობდა მამაკაცის სახელქვეშ. საბოლოოდ, როცა მასზე დევნა ჩაწყნარდა, ის კვლავ დაუბრუნდა მეკობრეობას ახალი სახელით „მკვდრეთით აღმდგარი წითური“
 

6. ბრიტანიის ძუ ლომი

ჟანა დე კლისონის ისტორია ტრაგიკული ამბის, შურისძიებისა და სანახაობისგან შედგება. ოლივიე IIIდე კლისონის მეუღლე ჟანა ბედნიერად ცხოვრობდა, იყო ხუთი შვილის დედა და საფრანგეთის ბრიტანიის ლედი. მაგრამ როცა ინგლისსა და საფრანგეთს შორის  ომი გაჩაღდა, ხოლო მისი ქმარი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დაიჭირეს და თავი მოკვეთეს, მან დაიფიცა, რომ საფრანგეთის მეფეს ფილიპ VI სამაგიეროს გადაუხდიდა.

დაქვრივებული დე კლისონმა გაყიდა თავისი მიწა და იყიდა სამი საომარი ხომალდი, რომელსაც უწოდა შავი ფლოტი. ისინი გადაღებული იყვნენ შავად, დრაპირებული იყვნენ სისხლისფერი წითელი აფრებით, ხოლო  გემბანი შეუბრალებელი ყაჩაღებით იყო სავსე.  1343 წლიდან 1356 წლამდე, ბრიტანიის ძუ ლომი დაცურავდა ინგლისურ არხში, ტყვედ იგდებდა ფრანგი მეფის გემებს, სიკვდილით სჯიდა მის ეკიპაჟს; არიტოკრატებს თავს აჭრიდა. აღსანიშნავია, რომ მისი სისხლიანი თარეშის მიუხედავად, დე კლისონი ჩუმად გავიდა ზღვიდან. ხელმეორედ გათხოვების შემდეგ, ის დასახლდა ინგლისში – სერ უოლტერ ბენტლის, ინგლისელი ლეიტენანტის, ცოლი გახდა. ვარაუდობემ, რომ ქალი გარდაიცვალა 1359 წელს, ზოგი მიიჩნევს, რომ იგი დაბრუნდა ბრიტანიაში კლისონების ციხესიმაგრეში, სადაც მისი გაჭაღარავებული აჩრდილი დასეირნობს.

7. ანა დიუ–ლე–ვეუტ

ბრიტანიიდან იყო წარმოშობით ფრანგი მეკობრე ქალი, რომლის სახელიც ითარგმნება როგორც „ანა ღმერთის სურვილი“ (სიტყვასიტყვით: „ანა ღმერთს სურს“). მისი ეს მეტსახელი მიუთითებს ქალის შეუპოვარ ბუნებაზე. 1660–იანი წლების ბოლოს ან 1670 წლების დასაწყისში ის კარიბის ზღვის კუნძულ ტორტუგაზე გაემგზავრა. აქ მან მძიმე წლები გაიარა, სადაც ის ორჯერ დაქვრივდა და ორი შვილიც დარჩა. მაგრამ, როგორც ბედისწერამ ისურვა, მისი მეორე ქმარის მკვლელი მისი მესამე ქმარი გახდა. დიუ–ლე–ვეუტ მოითხოვდა ლოურენს დე გრააფთან დუელს, რათა შური ეძია ქმრის სიკვდილის გამო. ჰოლანდიელი მეკობრე ისე მოიხიბლა მისი სიმამაცით, რომ მან უარი თქვა მასთან შებრძოლებაზე და ხელი სთხოვა. ისინი დაქორწინდნენ 1693 წლის 28 ივლისს. მალე ორი ბავშვიც ეყოლათ.

დიუ –ლე–ვეუტი დაცურავდა დე გრააფთან ერთად, რომელიც ითვლებოდა მეტად უცნაურ მეზღვაურად, რადგან იმ პერიოდში ბევრი თვლიდა, რომ გემბანზე ქალი უბედურების მომტანი იყო. თუმცა დიუ–ლე–ვეუტისა და დე გრააფის ურთიერთობამ შეიძლება გაგვახსენოს ანა ბონისა და კალიკო ჯეკის ურთიერთობა, მაგრამ მათგან განსხვავებით დე გრააფი და დიუ–ლე–ვეუტი განუყრელი პარტნიორები იყვნენ. სხვა მეკობრეების მსგავსად, მათ ისტორიაც ბოლოში ბუნდოვნად მთავრდება.

ლეგენდის თანახმად, დიუ–ლე–ვეუტმა თავის თავზე აიღო გემის კაპიტნობა, როცა დე გრააფი დაიღუპა აფეთქების შედეგად. მეორენი ვარაუდობემ, რომ დაახლოებით 1698 წლისათვის წყვილი მისისიპისკენ გაეშურა, სადაც მათ ან გააგრძელეს ან შეწყვიტეს მეკობრეობა. სხვა ვერსიით, დიუ–ლე–ვეუტის მეომარი სული მიიღო მემკვიდრეობით მისმა ქალიშვილმა, რომელიც იზრდებოდა ჰაიტიზე და რომელმაც ერთხელ მამაკაცი დუელში გამოიწვია.

undefined

8. სეიდი ალ ჰურა  

თურქი მეკობრის, ბარბაროსას, თანამედროვე და მოკავშრე, სეიდი ალ ჰურა იყო მეკობრეთა დედოფალი და ალბათ ბოლო ქალი მეკობრეა, ვინც ამ ტიტულს  ალ ჰურა (დედოფალი) ატარებდა. სეიდი მართავდა მოროკოს  ქ. თეტუანს მეუღლის გარდაცვალების შემდეგ. ფაქტობრივად, მისი ნამდვილი სახელი უცნობია. ხოლო სეიდი ალ ჰურა ითარგმნება, როგორც „ თავისუფალი და დამოუკიდებელი ქალბატონი; ქალი, რომელიც ქედს არ უხრის არავის“.  

ის მართავდა ქალაქს 1515-1542 წლები და აკონტროლებდა დასავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონს, სადაც მისი მეკობრული ფლოტი დათარეშეობდა, როცა ბარბაროსა აღმოსავლეთს აწიოკებდა. ალ ჰურას სურვილი გამხდარიყო მეკობრე, უკავშირდება „ქრისტიან მტრებზე“  შურისძიების სურვილს, რომელიც მას იმ დროიდან აწუხებდა, როცა კათოლიკური ესპანეთის მონარქებმა ფერდინანდმა და იზაბელამ გრანადას პროვინციაში მცხოვრები მისი მუსულმანური ოჯახი ამოხოცა. ის ატერორებდა ესპანელებსა და პორტუგალიელებს, რომელთა ისტორიული ჩანაწერები აღნიშნავენ მის თარეშებსა და გამოსასყიდებს.

თავისი ძალაუფლების პიკზე მყოფი ალ ჰურა ხელმეორედ დაქორწინდა მოროკოს მეფეზე, თუმცა არ დათმო ქალაქი თეტუანიც. 1542 წელს მისმა სიძემ ჩამოაგდო ტახტიდან. როგორც წერენ „მას წაართვეს ძალაუფლება და ქონება, ამის შემდეგ მისი ბედი უცნობია“.  

undefined

9. ჩინ შინ

ყველა დროის ერთ–ერთი ცნობილი და საშიში მეკობრეშიშის ზარს სცემდა ჩინეთის ზღვას. დაიბადა ღარიბ ოჯახში. ნამდვილი სახელია ში ქსიან გუ. იგი მუშაობდა მეძავად, როცა მეკობრეებმა დაატყვევეს. 1801 წელს ის დაქორწინდა ცნობილ მეკობრეზე ჩჟენ იზე (ან, მეორენაირად ცზენ ი) . ის წითელდროშიანი ფლოტი იყო უზარმაზარი, შედგებოდა 300 გემისა და დაახლოებით 20 000–დან 40 000 კაცამდე. მაგრამ როცა ის გარდაიცვალა 1807 წლის 16 ნოემბერს, ამ „იმპერიას“ დაემუქრა ნაწილებად დაშლა.

გუ გახდა ჩინ შინ, რომელიც ნიშნავდა ჩჟენის ქვრივს. ქალმა მალე მოიპოვა მხადაჭერა ქმრის თანაშემწეებს შორის და გახდა წითლი დროშის ფლოტის მეთაური.  „იმპერიის“ შენარჩუნების მიზნით, ჩინ შინმა დახმარებისთვის მიმართა მეთვზის ვაჟს, ჩან პაოს, რომელიც იმ თავის დროზე იშვილა. მათ შეკრეს კარგი გუნდი და 1810 წლისათვის  წითელი ფლოტი უკვე ითვლიდა 1800 სანაოსნო ხომალდს 80 000 კაცით. ამ ხომალდების სამართავად, ჩინ შინმა დაამყარა თავისი მმართველობა და შემოიღო კანონები, მათ შორის გადასახადებიც კი. ამის მიუხედავად, ის არ იყო რბილი ბუნების ქალი. მისი კანონის დარღვევა ისჯებოდა  თავის მოჭრით. მისი შემზარავი სახელი გავრცელდა დიდ ბრიტანეთამდეც კი.

1810 წელს ჩინ შინმა და მისმა ფლოტმა დიდი ქონება დააგროვეს მეკობრული საქმიანობით, როცა სახელმწიფომ შესთავაზა ამნისტია. თუმცა ამნისტიის მიღება რაღაც კუთხით ხელისუფლებისადმი თავის დახრას ნიშნავდა. ეს იყო სამარცხვინო დანებება. მაგრამ ჩინ შინმა კომპრომისს მიაგნო.  პაოს,  17 ქალისა და ბავშვების თანხლებით, ის გაემგზავრა ჩინოვნიკ ჟან ბაი ლინის უწყებაში და სთხოვა დაექორწინებინა ისინი. მან ასეც გააკეთა და ახალდაქორწინებულებმა მუხლი მოიყარეს მის წინაშე. ამის შემდეგ, ჩინ შინი ღირსებით შენარჩუნებით ჩამოშორდა მეკობრულ საქმიანობას. მან იცხოვრა 69 წლის ასაკამდე.