მნიშვნელოვანი სიახლეები
ივრითი შესაძლოა მსოფლიოს ყველაზე ძველი ანბანი აღმოჩნდეს (+ვიდეო)

ივრითი შესაძლოა მსოფლიოს ყველაზე ძველი ანბანი აღმოჩნდეს (+ვიდეო)

არქეოლოგი და ანტიკური წარწერების სპეციალისტი დუგლას პეტროვიჩი ოთხი წლის განმავლობაში ანხორციელებდა კვლევას, რომლის შედეგების მიხედვითაც ივრითი შესაძლოა მსოფლიოს უძველესი ანბანი აღმოჩნდეს.

პეტოვიჩის ახალი კვლევის შედეგად 3800 წლის წინათ ებრაელებმა ეგვიპტელებისგან 22 იეროგლიფი „ისესხეს“, რომელმაც ებრაულ ანბანს დაუდო საფუძველი. ადრე მსგავს განცხადებებს მეცნიერები არაერთგვაროვნად აღიქვამდნენ. ისინი პეტროვიჩის მიერ ებრაელთა ეგვიპტეში ყოფნის თარიღებს ეჭვით უყურებდნენ და ამბობდნენ, რომ ბიბლიაში მოყვანილი თარიღების ნდობა არ შეიძლებოდა.

 პეტროვიჩმა თავისი კვლევას სათავე 2012 წელს დაუდო, როცა იგი ეგვიპტურ ქვის ფილაზე იეროგლიფურ წარწერას იკვლევდა. ეს ქვა ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 1842 წლით თარიღდებოდა. მკვლევარი შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ წარწერაში ლაპარაკია იოსებზე და მის შვილებზე ეფრემზე და მანასეზე. სწორედ ამ უკანასკნელმა დატოვა ეს წარწერა.

მიუხედავად ეგვიპტურ იეროგლიფებთან მსგავსებისა, ტექსტის თავში შეიძლება სილაბური ქანაანის დანახვა (ქანაანი - ტომები, რომლებიც პალესტინაში ებრაელთა მოსვლამდე ცხოვრობდნენ: სახელწოდება პირობითია და ძველი აღქმიდან არის ნასესხები). ასევე მტკიცებულებად შეიძლება ჩაითვალოს პროტოთანხმოვანი ასო „ბ“ (ბაიტი), რომელიც ივრითზე სახლს ნიშნავს“, აცხადებს პეტროვიჩი. „სწორედ ეს ასო დამეხმარა მე გამეგო, რომ მსოფლიოს უძველესი ანბანი, ენა რომელიც უცნობი იყო მთელი 150 წლის მანძილზე ივრითია“, - დაამატა მეცნიერმა.