მნიშვნელოვანი სიახლეები
იყო თუ არა ალექსანდრე დიდი ჰომოსექსუალი?

იყო თუ არა ალექსანდრე დიდი ჰომოსექსუალი?

ალექსანდრე დიდი მექალთანის სახელითაა ცნობილი - მისი საყვარლების სია საკმაოდ გრძელია. თუმცა, ზოგი მკვლევარის აზრით ის სულ ცოტა ორ კაცთანაც იყო ახლო რომანტიკულ ურთიერთბაში. ერთ-ერთის სახლია ჰეფესტიონი, ალექსანდრეს არმიის მთავარსარდალი.

ისტორიკოსებს არ შეუძლიათ ჩაატარან კვლევა, რათა ზუსტად დაადგინონ თუ რა გრძნობები ჰქონდათ ორ ადამიანს მრავალი საუკუნის წინათ. ყველაზე უკეთეს შემთხვევაში შეიძლება დედუქციით ვივარაუდოთ იმ წყაროების გამოყენებით, რაც გაგვაჩნია.

კომპანიონი ძმები

ჰეფესტიონი ალექსანდრეს მსგავსად ძვ.წ.ა. 365 წლისთვის დაიბადა. ის მაკედონელი დიდებულის ამუნტორის ვაჟი იყო. ჰეფესტიონი ალექსანდრეს არმიის გენერალი და მისი მეგობარი იყო. წყაროების მიხედვით მასსა და მეფეს შორის განსაკუთრებული სიახლოვე იყო. ის მოიხსენიება, როგორც მისი საუკეთესო მეგობარი, რომელიც ალექსანდრეს ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში გვერდით ეგდა და მეფის ყველაზე მთავარ საიდუმლოებებსაც იცნობდა.

ალექსანდრემ და ჰესესტიონმა თითქმის მთელი ცხოვრება ერთად გაატარეს, სანამ ძვ.წ.ა. 324 წელს ჰეფესტიონი არ გარდაიცვალა. მათ ერთად გამოიარეს ბრძოლები და სხვადასხვა თავგადასავლები. ალექსანდრეს თქმით ის ახლოს იყო მასთან მისი ინტელექტისა და ლიტერატურისადმი დიდი სიყვარულის გამო. ჰეფესტიონის სიკვდილთან ერთად ალექსანდრეც დაეცა. როგორც მმართველს მას არ ჰყავდა ბევრი სანდო ადამიანი. ის მხოლოდ დედამის, ჰეფესტიონსა და პტოლემეს ენდობოდა, რომელიც შემდგომ ეგვიპტის ფარაონი გახდა. ალექსანდრე მალევე გარდაიცვალა ჰეფესტიონის სიკვდილის შემდგომ.

მეგობრები თუ საყვარლები?

ისტორიის მანძლზე ბერძენთათვის მეგობრობა მამაკაცთა შორის განსხვავებული მნიშვნელობის იყო. ბერძენ მამაკაცებს შეიძლება განსაკუთრებული მეგობრობა ჰქონოდათ, ისეთი როგორიც ძმებს აქვთ ისე, რომ სრულებითაც არ ყოფილიყო იქ რაიმე რომანტიული ელემენტი.

ამავე დროს უძველეს საბერძნეთში (მაგალითად სპარტაში) ჰომოსექსუალიზმი სამხედროთა შორის ურთიერთობის გასამტკიცებლად ითვლებოდა.

კემბრიჯის უნივერსიტეტში ბერძნული ისტორიის პროფესორი პაულ ქართედჯი თავის თეორიაში ალექსანდრე დიდზე შემდეგს წერს:

„ალექსანდრეს სექსუალური ორიენტაცია მრავალი მისი მკვლევარის მიერ იყო განხილული. ის რომ მას ამ ორ მამაკაცთან შეიძლება რომანტიკული ურთიერთობა ჰქონოდა მუდამ საეჭვოდ ითვლებოდა. დავიწყოთ ჰეფესტიონით - ბავშვობის მეგობარი მაკედონური დიდებულის ოჯახიდან - ის შეიძლება მის ალტერ ეგოდ ჩაითვალოს. როცა სპარს დედოფალს ჰეფესტიონი ალექსანდრეში შეეშალა მისი ფიზიკური სიმაღლის გამო, მაშინ მეფემ დედოფალი უხერხული სიტუაციიდან გამოიყვანა და თქვა „ისიც ალექსანდრეა“. ყოველ შემთხვევაში, რომ ყოფილიყო მათ შორის განსაკუთრებული ურთიერთობა უძველესი ბერძნული და მაკედონური საზოგადოების წესები არ დამალავდა მას, რადგან ჰომოსექსუალიზმი სამხედროთა შორის დადებითად იყო მიღებული.“

მეორე მამაკაცი ვინც ალექსანდრეს საყვარლად ვარაუდობენ არის სპარსი საჭურისი. გასათვალისწინებელია, რომ ალექსანდრე მასთან ისე ახლოს არ იყო როგორც ჰეფესტიონთან.

სიმართლის ძიება

რთულია გაარკვიო თუ როგორი ურთიერთობა იყო ალექსანდრე დიდსა და მის მეგობარს შორის. უძველეს საბერძნეთში ხალხს სხვაგვარი მორალი და წარმოდგენები გააჩნდათ ჰომოსექსუალიზმზე. თუმცა უნივერსიტეტის პროფესორის მიხედვით ძალიან საეჭვოა, რომ მათ შორის რომანტიული ურთიერთობა ყოფილიყო.

ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ეპოქაში სადაც თვალთახედვა სამყაროზე მუდმივ იცვლება. მშობელთა წარმოდგენები ადამიანის სექსუალურობაზე განსხვავდება მათი შვილების წარმოდგენებზე. ამრიგად ხშირად გვავიწყდება, რომ საუკუნეების წინათ სამყაროს სულ სხვა თვალით ხედავდნენ. ხანდახან ორი მამაკაცი შეიძლება უბრალოდ ახლო მეგობარი იყოს და მეტი არაფერი.