მნიშვნელოვანი სიახლეები
კოლიზეუმის მახლობლად კარგად შემონახულ ძვერომაულ სახლს მიაკვლიეს(+ვიდეო)

კოლიზეუმის მახლობლად კარგად შემონახულ ძვერომაულ სახლს მიაკვლიეს(+ვიდეო)

იატაკისა და ხის ავეჯის ფრაგმენტებიანი სახლი, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის II–III საუკუნეებით თარიღდება, რომის ცენტრში,  კოლიზეუმიდან და კარაკალას თერმებიდან ორ ნაბიჯში აღმოაჩინეს. ძველი შენობა შენახვის ხარისხით პომპეის სახლებს არ ჩამოუვარდება.

სახლი რომის მეტროს C ხაზის სადგურ Amba Aradam-ის მშენებლობის დაწყების წინ,  მოსამზადებელი სამუშაოებისას აღმოაჩინეს. პომპეისთან ანალოგია იმაშიც გამოიხატება, რომ მისი კარგად შენახვა ასევე ცეცხლის „დამსახურებაა“ (ამ შემთხვევაში ხანძრის). ხის ავეჯი და იატაკი შეიბოლა და ამის გამო 1800 წლის განმავლობაში დალპობას გადაურჩა.

სახლში ასევე ძაღლის ჩონჩხი და მოზაიკური იატაკის ფრაგმენტიც აღმოჩნდა.

რომის მეტრო სამმილიონიანი ქალაქისათვის ნაკლებად არის განვითარებული. ამას ხშირ შემთხვევაში ისიც განაპირობებს, რომ ახალი სადგურების, სავენტილაციო შახტებისა და ამოსასვლელების მშენებლობისას არქეოლოგიურ აღმოჩენებს აწყდებიან.