მნიშვნელოვანი სიახლეები
ლეგენდები და საიდუმლოებები: ბიბლიური გამოქვაბულის იდუმალი ისტორია

ლეგენდები და საიდუმლოებები: ბიბლიური გამოქვაბულის იდუმალი ისტორია

პატრიარქთა გამოქვაბული ახლო აღმოსავლეთში სახელგანთქმული ადგილია. ის ცნობილი, როგორც აბრაამის მეჩეთი ან აბრაამის გამოქვაბული და გვხდება ბიბლიაში, თორაში და ყურანში. ლეგენდის თანახმად საიდუმლო შესასვლელს ბიბლიური პიროვნებების სამარხებში მიჰყავხარ. თუმცა, ეს გამოქვაბული დალუქულია თანამედროვე ტურისტებისა თუ მკვლევარებისთვის. ამიტომაც ამ ადგილის შესახებ მრავალი ლეგენდა თუ მითი არსებობს.

ჰეროდეს პერიოდისას პატრიარქთა გამოქვაბული იუდეველთა შენობებით იყო გადაფარული. მოგვიანებით სალადინმა ისინი მეჩეთად გადააკეთა. ისტორიის მანძილზე ძველი გამოქვებული მრავალი საიდუმლო შეხვედრის ადგილი გახდა, მასზე იქმნებოდა ლეგენდები და პილიგრიმებში პაპულარობით სარგებლობდა. ითვლება, რომ პატრიარქთა სამარხების გვირაბებში დაკრძალულია აბრაამი, სარა და ძველ აღთქმაში მოხსენიებული სხვა ადამიანთა საფლავები.

ახლო აღმოსავლეთში ეს სამარხი უძველესი რწმენის და იდეების სიმბოლოა. თუმცა, არავინ იცის ზუსტი მტკიცებულებებით, რომ პატრიარქთა გამოქვაბული მართლაც არის თუ არა ვინმეს სამარხი. ბიბლიის მიხედვით მრავალი ამ ინდივიდუალთაგანი ღრმა სიბერეში გარდაიცვალა. მაგალითად ისააკი 180 წლის გარდაიცვალა, იაკობი კი 130-ის იყო. დღეს ეს ინფორმაცია ძალიან არარეალისტური ჩანს ზოგისთვის.

გამოქვაბულის დავიწყებული ისტორიები

გამოქვაბულის ხსენება ჰეროდე დიდის დროინდელი ჩანაწერებიდან გვხდება. მან ააშენა შენებობი, რომლებიც ელინისტურ იუდაურ სტილში იყვნენ. ამ ნაგებობების გავლით შედიოდი თავად გამოქვაბულის საიდუმლო შესასვლელში (რომელიც დღემდე საიდუმლოდ რჩება). სახელგანთქმული მეფის სახელმა გამოქვაბულს მრავალი სხვა ლეგენდებიც შემატა.

ებრაელები და ქრისტიანები ბიზანტიური პერიოდისას ამ ადგილს იყოფდნენ და მახლობლად პატარა ტაძარი ან ბაზილიკა იდგა. თუმცა პატრიატრქთა გამოქვაბული მუდამ რჩებოდა ლეგენდების და საიდუმლოებების წყაროდ, რადგან იქ მნახველებს არ უშვებდნენ. შესაძლოა გამოქვაბულის გვირაბების სისტემა დაზიანებული ყოფილიყო.

გამოქვაბულის ისლამური ისტორია 614 წლიდან დაიწყო. მათი მოსვლით ის დიდი ხნის დავიწყებული იყო. მაგრამ ახ.წ.ა. 1119 წელს ბერებმა ხელახლა აღმოაჩინეს. ლეგენდის მიხედვით  ბერმა სახელმა არნოულმა გამოქვაბულის შესასვლელი იპოვა და ვიწრო გვირაბებით შევიდა ფართო წრიული ფორმის ოთახში.

აღმოჩენამდე გამოქვაბულზე 1119 წლამდე არ გვხდება ისტორიული ჩანაწერები და ძირითადად მხოლოდ ლეგენდები არსებობდა. თუმცა, მოიპოვება ძალიან საინტერესო მე-11 საუკუნის ებრაელი მოგზაური ბენჟამენ ტედენელის ტექსტი, რომელიც გამოქვაბულზე რამოდენიმე ფაქტს წერს:

„იქ არის დიდი ტაძარი, რომელსაც წმ. აბრაამს ეძახიან და ის ებრაელთა სალოცავი იყო მუჰამედის მიმდევართა მოსვლამდე. მაგრამ წარმართებმა ექვსი სამარხი აღმართეს, რომლებიც აბრაამის, სარას, ისააკის, რებეკას, იაკობის და ლეას სამარხებს განასახიერებენ. ტაძრის მცველები პილიგრიმებს ეუბნებიან, რომ ესენი პატრიარქთა სამარხებია, რაშიც საფასურს იღებენ. თუ ებრაელი მოვა და განსაკუთრებულ ძღვენს მისცემს, მაშინ მცველები გამოქვაბულის რკინის კარებს გააღებენ, რომელიც ჩვენი მამების აშენებულია და კიბეებით ჩაჰყავთ ბნელ გვირაბში. იქიდან ისინი აღმოჩნდებიან გამოქვაბულში, სადაც აბრაამის, ისააკის, იაკობის სამარხებია სარას, რებეკას და ლეას საფლავების პირდაპირ. ქვაზე მათი წარწერებიცაა და თითოეულ საფლავთან კანდელი ანთია, რომელიც არასდროს ქრება.“

რელიგიური ადგილების არდავიწყება

პატრიარქთა გამოქვაბულის ნაგებობები აღადგინეს ოტომანთა მართველობისას. სულეიმან დიდის მმართველობა განსაკუთრებით კარგი აღმოჩნდა წმინდა მიწის ადგილებისთვის.

პატრიარქთა გამოქვაბულმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენა თავი, როცა ეს მიდამო ისრაელის ტერიტორიაში შევიდა 1967 წელს. ეს ადგილი პალესტინელთა და ისრაელის ხალხს შორის კომფლიქტის ერთ-ერთი მიზეზია. ამის მიუხედავად ის მაინც იზიდავს რელიგიური მიზნით მოგზაურ ტურისტებს. 1994 წელს პატრიარქთა გამოქვაბულმა მსოფლიო ყურადღება არასასიამოვნო მიზეზის გამო მიიპყრო. ამ ადგილას ამერიკელ-ისრაელმა 30-მდე პალესტინელი მუსლიმი მოკლა.

ამის მიუხედავად ეს ადგილი მრავალთათვის მაინც წმინდა ადგილად რჩება. ის ლეგენდებიდან არასდროს გამქრალა. დღეს ის ცნობილია, როგორც აბრაამის მეჩეთი და პატრიარქთა გამოქვაბული. თუ სამომავლოდ მეცნიერებს უფლება მიეცათ მისი შესწავლა, შესაძლოა გასაოცარი აღმოჩენები გაკეთდეს.