მნიშვნელოვანი სიახლეები
ლიბანის უძველეს ქალაქში 2400 წლის წინანდელი ქალღმერთის ქანდაკებები იპოვეს

ლიბანის უძველეს ქალაქში 2400 წლის წინანდელი ქალღმერთის ქანდაკებები იპოვეს

პოლონელმა არქეოლოგებმა, რომელებიც ლიბანის უძველეს ქალაქ პორფერეონს სწავლობდნენ, მიაკვლიეს თიხის ქალღმერთის ქანდაკებებს. ამ 2400 წლის წინანდელ ქანდაკებებს შრის ერთ-ერთი 24 სმ სიმაღლის და 15 სმ სიგანისაა.

ქანდაკებების ნატეხები სპარსული ბატონობის ხანისაა, თუმცა ქალები ტიპიური ძველი ბერძნული თავსაბურავით არიან გამოსახული, თქვა მარიუს გვიაძამ, პოლონელმა ხმელთაშუა ზღვის არქეოლოგიის ცენტრიდან.

მისი თქმით მას ჰგონია, რომ ნაპოვნი ოთხი ქანდაკება ღვთაებებს გამოსახავენ, რადგან მათ თან არ ახლდათ არანაირი წარწერა. ორი მათგანი თითქმის მთლიანი, ხოლო ორი მხოლოდ სანახევროდ შემორჩნენ.

ჩამარხული ღვთაებები

არქეოლოგებმა ჯერ კიდევ 2013 წელს მრავალი თიხის ჭურჭლების ნატეხები, ცხოველთა ძვლები და საჭმელთა ნარჩენები იპოვეს. პორფირეონო ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსთან მდებარეობს, ბეირუთიდან 25 კმ-ით სამხრეთ მხარეს.

ორ კარგად შემონახულ ქანდაკების სახეზე შემონახულია წითელი საღებავი. ორივეს მსგავსი ზომები აქვთ. მსგავსი კვალი შეიმჩნევა დანარჩენ ორ ქანდაკებაზეც.

საინტერესო ფაქტი ისაა, რომ ერთ-ერთი ქანდაკების თავზე შემორჩენილია დამზადებლის თითის ანაბეჭდი. ქანდაკებებს აქვთ სამი პატარა ხვრელი, რომლითაც ისინი სავარაუდოდ კედელზე მაგრდებოდნენ.

კერამიკულ სახეებზე შეიმჩნევა ბერძნული, ეგვიპტური და ფინიკიური გავლენა. ეგვიპტური გავლენა შეინიშნება ქანდაკებების თვალების მოხატულობასა და მათ მკერდზე თვალის გამოსახულებით. ეგვიპტელები თვალის გამოსახულებას გამოიყენებდნენ ბოროტებისა და დაავადებისაგან დასაცავად, თუმცა შემდგომ ის სხვა კულტურებშიც გავრცელდა.

ხმელთაშუა ზღვის არქეოლოგიის ცენტრის პოლონელი ექსპერტის ურსულა ვიკენკაიკის თქმით, კერამიკული ფიგურების ჩაცმულობა ტირიდან უნდა იყოს, ეს გახლავთ ლიბანის მეორე უძველესი ქალაქი. შესაძლოა ქანდაკებები იქ ყოფილიყო დამზადებული.

თიხის ჭურჭლეულობის მწარმოებელი არეალი

ქალბატონი ვიკენკაიკის თქმით მათ რამდენიმე წლიანი გათხრების შედეგად მრავალ თიხის არტეფაქტებს მიაკვლიეს, რომლებიც გვიანი ბერძნული და ადრეული რომაული პერიოდებით თარიღდებიან.

აღმოჩენილ არტეფაქტებში შედის კერამიკული და შუშის ლამპის ფრანგმენტები. მათ განსაკუთრებული ყურადღება გამოიწვიეს, განსაკუთრებით თიხისამ, რადგან მსგავსი ლამპები 2009 წელს ბეირუთისა და უძველეს ქალაქ კესარია მარიტიმას შორის იპოვეს.