მნიშვნელოვანი სიახლეები
ლურჯი პიგმენტების უცნაური გამოყენება უძველესი მუმიის პორტრეტებზე

ლურჯი პიგმენტების უცნაური გამოყენება უძველესი მუმიის პორტრეტებზე

უმეტესობისთვის 100 წელია ხელი აღარ უხლიათ, 15 რომაული პერიოდის ეგვიპტური მუმიის პორტრეტი და ფიცარზე შესრულებული ნახატები ნორზუესტის უნივერსიტეტის და ფებეს ჰეარსთის არქეოლოგიის მუზეუმის ხელოვნების დამცველების მიერ მიტოვებულები აღმოჩნდნენ, რადგან თავიდანვე არ გამოიკვლიეს ის მასალა, რომელიც გამოყენებული იყო დაახლოებით 2000 წლის წინ.

მკვლევარები გააკვირვა მან, რაც ეხლა აღმოაჩნეს, რადგან ის შეუიარაღებული თვალით შეუმჩნეველი იყო: უძველესი ხელოვანები იყენებდნენ პიგმენტს სახელად ეგვიპტური ლურჯს ქვედა ფენისთვის და ფერების შერევისთვის – ეს აღმოჩენა აქამდე უცნობი იყო. რადგან ლურჯ ფერს დამზადება სჭირდებოდა, ჩვეულებრივ მას თვალსაჩინოდ იყენებდნენ და არ მალავდნენ სხვა ფერებში.

„ეს ცვლის ჩვენს მოლოდინს იმაზე, თუ როგორ იყენებდნენ ეგვიპტელები ლურჯ ფერს,“ თქვა მარკ ვოლტონმა, კვლევასთან დაკავშირებულმა პროფესორმა ნორზვესტიდან. „ეს აღმოჩენა ცვლის ჩვენს წარმოდგენას თუ როგორ გამოიყენებოდა კონკრეტული პიგმენტი ხელოვანების მიერ ახ.წ.ა.–ის მეორე საუკუნეში. მე ვეჭვობ ჩვენ ფერების სხვა უცნაურ გამოყენებასაც ვიპოვით სხვა ხელოვნების ნიმუშებში, როგორიცაა კედლის მხატვრობა და ქანდაკებები.“

რომაული პერიოდის მხატვრები ცდილობდნენ ეჯობნათ ბერძენი მხატვრებისთვის, რომლებიც ხელოვნების დიდოსტატებად მიიჩნეოდნენ. ბერძნულ პერიოდამდე, ეგვიპტური ლურჯი გამოიყენებოდა მთელს ხმელთაშუა ზღვაში – ფრესკებზე, ტაძრებში, ღამის ცის გამოსახავად, როგორც დეკორაცია. მაგრამ როცა ბერძნები მოვიდნენ, პალიტრა უფრო მეტად ყვითელ, თეთრ, შავს და წითელ ფერებს ეყრდნობოდა.

„ როცა შეხედავთ ჩვენს შესწავლილ ფაიუმის პორტრეტებს, თავდაპირველად მხოლოდ ამ ოთხ ფერს შეამჩნევთ,“ თქვა ვოლტონმა. „მაგრამ როცა დავიწყეთ ანალიზის კეთება, აღმოვაჩნეთ უცნაური ლურჯი პიგმენტები. ჩვენ დავასკვენით, რომ მიუხედავად იმისა, რომ მხატვრები ცდილობდნენ არ ეჩვენებინათ ამ ფერის გამოყენება, ისინი დანამდვილებით იყენებდნენ ლურჯს.“

ეს კვლევა გამოქვეყნდა ამ თვეში ჟურნალ Applied Physics.

“ჩვენმა კვლევამდაადასტურა გარეგნული და ფიზიკური განსხვავება არტეფაქტებში – ჩვენ არ ველოდით ამგვარ აღმოჩენასანალიზისას,” თქვა ჯეინ უილიამსმა, ჰერსტ მუზეუმის თანამშრომელმა და კვლევაში ვოლტონის თანა ავტორმა.

მკვლევარებმა 11 მუმიის პორტრეტი გამოიკვლიეს და პალიტრის ოთხი ფრანგმენტი. 15 ნახატი თავდაპირველად იპოვეს 1899 წლის დეკემბერსა და 1900 წლის აპრილს შორის ტებტუნისის მიდამოებში ეგვიპტის ფაიუმის რეგიონში. ეხლა ისინი მდებარეობენ ჰეარსტის მუზეუმის კოლექციებში კალიფორნიის უნივერსიტეტთან.

ეს ფაქიზი მუმიის პორტრეტეტები რეალისტურებია და კონკრეტულ მიცვალებულებს ეკუთვნით. ყოველი პორტრეტი იდებოდა მუმიის სახვევებში პირდაპირ გარდაცვლილის სახეზე.

ნახატების დაკონსერვებისა და შენახვაზე მუშაობისას, უილიამსს ჰქონდა მრავალი უპასუხო კითხვები როგორც გამოყენებულ მასალაზე, ისე ტექნიკაზე. თუმცა, დამკონსერვებლების გარეშე ჰეარსთის მუზუმიდან მას ნაკლები საშუალება ექნებოდა ძიებისთვის.

ვოლტონმა და მისმა ნორზუესტის ჯგუფმა მოიყვანეს ექსპერტები კულტურული საგანძურის მასალის სამეცნიერო ანალიზისას და გამოიყენეს უახლესი ტექნოლოგიური საშალებები.

კვლევები ამ ნახატებზე რომელიც მიმდინარეობს კიდევ გაგრძელდება საერთაშორისო თანამშორმლობითი კვლევის პროექტთან APPEAR–თან ერთად.