მნიშვნელოვანი სიახლეები
მაიას კოდექსები: მსოფლიოს უძვირფასესი ხელნაწერები

მაიას კოდექსები: მსოფლიოს უძვირფასესი ხელნაწერები

მაია იყო ძლიერი კოლუმბამდელი ცივილიზაცია, რომელიც ახ.წ.ა. 600-800 წლებში ჰყვაოდა. მათი დამწერლობა იყო რთული, პიქტოგრაფებით და ფონეტიკური აღნიშვნებით, რითაც თავიანთ 800 წლიანი ისტორია ჰქონდათ ჩაწერილი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ  ყველა მათგანი შემორჩა. მათი წიგნების უმეტესობა მე-16 საუკუნის ფრანცისკონელმა მისიონერმა გაანადგურეს. დღეს მხოლოდ მაიას სამყაროდან სამი ან ოთხი დოკუმენტიღა შემორჩა.

შემორჩენილი მაიას კოდები

წლების მანძლზე ითვლებოდა, რომ კოდექსების საწერი მასალა დამზადებული იყო მაგუეს მცენარისგან, თუმცა 1910 წელს ანალიზისას აღმოაჩინეს, რომ ის ლეღვის ხის შიდა შემადგენლობიდან იყო დამზადებული. შემორჩენილი კოდები შეიცავენ ინფორმაციას მაიას ასტრონომიაზე, ასტროლოგიაზე, რელიგიაზე და რიტუალებზე.

სამ კოდექსს სახელები ევროპის ქალაქების მიხედვით მიეცა, სადაც ისინი ინახებიან: დრეზდენის, პარიზის და მადრიდის და მეოთხე ახლად აღმოჩენილია. კოდექსები სავარაუდოდ მე-12 საუკუნის დასაწყისში დაიწერენ. სავარაუდოდ ისინი არიან წინა წიგნების ასლები. არქეოლოგი ანტონი ავენის მიხედვით კოდექსები გამოიყენებოდა რიტუალებისთვის დროის დასადგენად, რომლებიც ხშირად ასტრონომიულ მოვლენებს უკავშირებდნენ.

დრეზდენის კოდექსი

დრეზდენის კოდექსი შემორჩენილი მაიას კოდექსებიდან ყველაზე რთული აგებულებისაა. ის დრეზდენის სამეფო ბიბლიოთეკაში ინახება 1739 წლიდან და ნაყიდი იყო კერძო კოლექციონერის მიერ. კოდექსი რვა განსხვავებული გადამწერის მიერაა შესრულებული და  1000 და 1200 წლებს შორის მაიას კლასიკურამდელ პერიოდისასაა შექმნილი. კოდექსი შეეხება ასტრონომიას და მასთან დაკავშირებულ საქმიანობას, როგორიცაა მოსავლის მოყვანა და ა.შ. ის ასევე შეიცავს რჩევებს დაავადებებზე და მედიცინაზე. მეორე მსოფლიო ომის დროს დრეზდენის კოდექსი  წვიმიანი შტორმისას დაზიანდა. წყლის მიერ მიყენებული ზიანის გამო შესწავლისას ძირითადად კოდექსზე ომამდელ შედგენილ ჩანაწერებს იყენებენ.

პარიზის კოდექსი

პარიზის კოდექსი პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში 1832 წლიდან იმყოფება. თუმცა მის შესახებ არ იცოდნენ, სანამ 1852 წელს ლეონ დე როსნიმ არ „აღმოაჩინა“ მტვრიან ყუთში. ითვლება რომ იგი მაიას კლასიკურ და კლასიკურამდელ პერიოდით თარიღდება. მაზე არის ასტრონომიულ მოვლენებზე, ცერემონიებზე, ისტორიაზე და ღმერთების ცხოვრებაზე.

მადრიდის კოდექსი

მადრიდის კოდექსი ორჯერ დაიშალა, სანამ ის ევროპას მიაღწევდა და შეერთებამდე ორ სხვადასხვა კოდექსად მიიჩნეოდა. ამ ნაწილებს ეძახდნენ „Troano“და “Cortesanius”-ს. პირველი შეიცავს 22-56 გვერდს და მეორე 78-112 გვერდს. ორი ნაწილი 1888 წელს იპოვეს. კოდექსი თარიღდება 1400 წლისთვის ან შეიძლება უფრო გვიანდელიც. მეცნიერთა თქმით ცხრა გადამწერი მუშაობდა მისი შედგენისას. როგორც პარიზის კოდექსზე, მასზეც ინახება ინფორმაცია მაიას ღმერთებზე, რიტუალებზე და ახალი წლის ცერემონიებზე. მადრიდის კოდექსი ინახება მადრიდში Museo de America-ში.

მეოთხე კოდექსი

მეოთხე კოდექსის ავთენტურობაზე დიდი ხანი იყო დავა. გროლიერის კოდექსი ეხლა ქალაქ მეხიკოში ინახება და 1965 წლამდე არ იყო აღმოჩენილი. ის შეიცავს თერთმეტ ფურცელს, თუმცა ბევრი ნაწილი აკლია. კოდექსი სავარაუდოდ ცენტრალურ ამერიკაში ერთ-ერთ გამოქვაბულში იპოვეს. დოქტორმა სენზამ ის ნიუ ორკში წაიღო სადაც მიშელ კოემ გროილერის კლუბში 1971 წელს იპოვა. დღეს ეს მნიშვნელოვანი კოდექსი ქალაქ მეხიკოში ინახება და სავარაუდოდ ის გახლდათ ჩანაწერები ასტროლოგიაზე.