მნიშვნელოვანი სიახლეები
მასიაფის ციხე-სიმაგრე, ასასინთა ბუნაგი

მასიაფის ციხე-სიმაგრე, ასასინთა ბუნაგი

მასიაფის ციხე სირიაში ნაცნობი იქნება „Assasin’s Creed”-ის ვიდეო-თამაშების მოყვარულებისთვის. ეს ციხე ასასინთა მთავარი თავშეყრის ადგილი იყო და ეს გამონაგონი არ გეგონოთ - მასიაფი მართლაც იყო ერთ დროს ასასინთა საიდუმლო ორდენის სახლი.

მე-11 საუკუნეში სპარსეთსა და სირიაში ჰასან-ი-საბაჰის მიერ ნიზარი ისმაილიტების ორდენი ჩამოყალიბდა. ისინი  სახელგანთქმული ჰაშაშინები გახდნენ, რომლებმაც მრავალი ციხე ჩაიგდეს ხელთ და სიტყვა „ასასინი“-ს მნიშვნელობა მათგან მოდის. ისინი ცნობილი იყვნენ თავიანთი მოწინააღმდეგეების  დაოსტატებულად მოკვლით.

არქეოლოგიური წყაროების მიხედვით მასიაფის ციხე ბიზანტიელთა დროს აშენდა. ის მახლობელ სოფელთან მთის მწვერვალზე მდებარეობს. ციხე სტრატეგიულ ადგილას მდებარეობდა და დამპყრობლებს საშუალებას აძლევდა რეგიონისთვის თვალყური ედევნათ და გაეკონტროლებინათ. ასასინებმა ციხე ახ.წ.ა. 1141 წელს აიღეს და ადგილობრივ მმართველს წაართვეს.

ასასინები წარმატებულები იყვნენ თავიანთ მტრებთან ბრძოლაში. შეძლეს მცირე პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვება, რითაც ახლო აღმოსავლეთის მმართველები არ იყვნენ მოხიბლულნი. მათი განადგურების მცდელობა ჰქონდა სალაჰ-ად-დინს, ეგვიპტისა და სირიის პირველ სულთანსა და აიუბიდების დინასტიის დამაარსებელს.

ახ.წ.ა. 1176 წელს მან ციხის წინააღმდეგ გაილაშქრა, თუმცა ვერ აიღო. ლეგენდის თანახმად სანამ სალაჰ-ად-დინი მასიაფის ციხის დაბლა იყო, ასასინები მის კარავში შეიპარნენ. მოწამლული ნამცხვარი ან ხანჯალი დაუტოვეს საწოლის მახლობლად. ამით მიანიშნეს, რომ თუ არ დატოვებდა იქაურობას მას მალე მოკლავდნენ. სალაჰ-ად-დინს შეეშინდა არ მოეკლათდა ამიტომაც ასასინებს თავი დაანება.

ამ წარმატებების მიუხედავად ასასინები უძლეველები არ იყვნენ. ახ.წ.ა. 1260 წელს მასიაფი და სამი სხვა ასასინთა ციხე-სიმაგრე მონღოლებს დანებდა. მონღოლთა გამარჯვება ხანმოკლე იყო, ისინი მალე მამლუქებმა დაამარცხეს. როგორც კი სირიიდან მონღოლები განდევნეს, ასასინებმა მასიაფზე კონტროლი დაიბრუნეს. ათი წლის შემდეგ მამლუქთა სულთანმა მაიმარსმა მასიაფი ხელში ჩაიგდო.

2000 წელს მასიაფის ციხის კონსერვაციული სამუშაოები დაიწყო. პროექტი 2006 წელს დამთავრდა, რის შედეგადაც დანგრევის ზღვარს მყოფი ნაგებობა აღდგა და გამაგრდა. ამასთან ციხის აღდგენაზე მუშაობა მეცნიერებს დაეხმარა იმაში, რათა მისი ისტორია უკეთ შეესწავლათ. მაგალითად პროექტის განხორციელებისას ციხის საიდუმლო გასასვლელი გვირაბი იპოვეს. ასევე აღმოაჩინეს წყლის სისტემა, რითაც წვიმის წყალი მიეწოდებოდა ციხეს იმ შემთხვევაში თუ მას ალყას შემოარტყამდნენ.  ციხე არაფერია თავისი კომფორტის გარეშე, გათხრებისას ტრადიციული აბანოც აღმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ  ციხე ესაზღვრება ძველ ქალაქ მასიაფს. ამრიგად სარემონტო სამუშამოები ქალაქის ისტორიულ უბნებსაც შეეხო. გაიხსნა ტურისტული ცენტრებიც, რათა დამსვენებლებს საშუალება ჰქონდეთ უკეთ გაეცნონ ამ გასაოცარ ციხე სიმაგრეს.