მნიშვნელოვანი სიახლეები
მეცნიერებმა კანონიზირებული ნორვეგიელი მეფის საკურთხეველს მიაგნეს (+ვიდეო)

მეცნიერებმა კანონიზირებული ნორვეგიელი მეფის საკურთხეველს მიაგნეს (+ვიდეო)

არქეოლოგებმა ხის ეკლესიას და საკურთხეველს მიაგნეს, სადაც სავარაუდოთ ნორვეგიის მეფის ოლაფ ჰარალდსონის ნეშთიანია კიდობანი იყო დასვენებული. ეს მეფე სკანდინავიაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილ წმინდანებს მიეკუთვნება. ისტორიკოს სნორის ჩანაწერების მიხედვით, ოლაფ ჰარალდსონი 1030 წელს მოკლეს და ტრონჰეიმის მახლობლად დაკრძალეს.

 მისი დაკრძალვის შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა მრავალრიცხოვანი წინასწარმეტყველური ნიშნების და სასწაულების მომსწრე გახდა, რომლებიც გარდაცვლილ მეფესთან იყო დაკავშირებული. ერთი წლის შემდეგ საფლავი გათხარეს და აღმოჩნდა, რომ მეფე სასწაულებრივად კარგად შენახულიყო.

 მალე იგი წმინდანებს მიაკუთვნეს. ოლაფის ნეშთი წმინდა კლემენტის ეკლესიის საკურთხეველში მოათავსეს. ეს ეკლესია თავად ოლაფმა სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე ააგო. მოგვიანებით წმინდა ოლაფის ნეშთი სხვა უფრო დიდ  და ტევად ეკლესიაში გადაასვენეს.

წმინდა კლემენტის ეკლესია მოგვიანებით დაინგრა, ხოლო მისი ადგილმდებარეობა ყველას მიავიწყდა. ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის ინსტიტუტის არქეოლოგებმა გათხრების დროს ხის ეკლესიის ქვის საძირკველს მიაგნეს. მეცნიერთა აზრით, სწორედ ესაა წმინდა კლემენტის ეკლესია.

მეცნიერების მიერ ჩატარებული ანალიზის მიხედვით,ეკლესია სწორედ ოლაფის მეფობის პერიოდშია აგებული. გათხრებისას მეცნიერებმა ეკლესიის აღმოსავლეთ ნაწილში მართკუთხა ფორმის ქვის პლატფორმა ნახეს. სავარაუდოთ ეს არის ის საკურთხეველი, სადაც 1031 წელს წმინდა ოლაფის კუბო დაასვენეს.