მნიშვნელოვანი სიახლეები
მეცნიერებმა პერუში ცნობილი მუმიის - ლედი კაოს სახე აღადგინეს

მეცნიერებმა პერუში ცნობილი მუმიის - ლედი კაოს სახე აღადგინეს

პერუში მეცნიერებმა 3D-ბეჭდვის მეშვეობით უძველესი ქალის სახე აღადგინეს. იგი სავარაუდოთ მნიშვნელოვანი პოლიტიკური და რელიგიური ლიდერი იყო.

ლედი კაო, რომელსაც ასევე ლათინური ამერიკის კლეოპატრასაც უწოდებენ, პერუს ჩრდილოეთით მოჩეს  კულტურას მიეკუთვნება და 1700 წლის წინათ გარდაიცვალა. იგი ქალაქ ტრუჰილიოს მახლობლად თიხის დანგრეული პირამიდის გათხრებისას აღმოაჩინეს.

გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ქალი 20 წლის ასაკში გარდაიცვალა, სავარაუდოთ მშობიარობის ანდა ორსულობის დროს გართულებების გამო. მისი ფეხები, ტერფები და სახე სვირინგით იყო დაფარული, რომელიც მაგიურ ნიშნებს - გველებს და ობობებს - შეიცავდა.

თავის ქალის სტრუქტურის ანალიზის შედეგად მეცნიერებმა მისი სახის აღდგენა შეძლეს.

ლედი კაო გვირგვინით, ოქროსა და სპილენძის სამკაულებით დაკრძალეს. მის საფლავში ორი მასიური საბრძოლო კომბალი და შუბის სატყორცნი 23 მოწყობილობას აღმოჩნდა.

საფლავის სიმდიდრის გამო იგი ან პოლიტიკური, ანდა რელიგიური მოღვაწე იქნებოდა.