მნიშვნელოვანი სიახლეები
მეფე აჰირამის სარკოფაგზე წარწერილი წყევლა უძველესს ფინიკიურ წარწერას წარმოადგენს

მეფე აჰირამის სარკოფაგზე წარწერილი წყევლა უძველესს ფინიკიურ წარწერას წარმოადგენს

მეფე აჰირამის სარკოფაგი არის გასაოცარი მონუმენტი, რომელიც ლიბანში აღმოაჩინეს. როგორც მისი სახელი მიუთითებს ის მეფე აჰირამის საკუთრებას წარმოადგენდა, რომელიც უძველეს ფინიკილების ქალაქ ბიბლოს მართავდა. სარკოფაგი ცნობილია თავისი წარწერით. მასზე ამოტვირფული წყევლა ფინიკიური დამწერლობის ყველაზე ადრეულ ნიმუშად ითვლება.

მეფის საკორფაგი 1923 წელს ბიბლოსის გათხრებისას აღმოაჩინეს. გათხრებს ხელმძღვანელობდა ფრანგი არქეოლოგი პიერ მონტეტი. კვლევისას ბიბლოსის ცხრა ფინიკიელი მეფის სამარხი იპოვეს. სამარხები გადაუღებელი წვიმების შედეგად აღმოაჩინეს, რომელმაც გორაკის ჩამოქცევა გამოიწვია. სამარხები კლდეში იყო ნაკვეთი და მეხუთე სამარხში მეფე აჰირამის სარკოფაგი აღმოჩნდა.

ბიბლოსის მმართველი მეფე აჰირამი

სარკოფაგი ითვლებოდა ძვ.წ.ა. მე-13 ან მე-12 საუკუნისად, რადგან სხვა მახლობელი არტეფაქტები ამ პერიოდით თარიღდებოდნენ. მოგვიანებით ეს დათარიღება ეჭვის ქვეშ მოექცა, როცა სარკოფაგის წარწერის შესწავლა დაიწყეს. დღეს ითვლება, რომ მეფე აჰირამი ქალაქს დაახლოებით ძვ.წ.ა. 1000 წლებისთვის მართავდა. აღსანიშნავია, რომ მეფე აჰირამი სხვა ახლო აღმოსავლურ წყაროებში არ დასტურდება. თუმცა მისი სარკოფაგი მოწმობს მის არსებობას. ძვ.წ.ა. 3000 წლებისთვის ბიბლოსი ვაჭრობის მეშვეობით პატარა სოფლიდან მდიდარ ქალაქად გადაიქცა. თუმცა, აჰირამის მმართველობისთვის ბიბლოსი დაქვეითებას განიცდიდა, რადგან სხვა ქალაქებს კონკურენციას ვეღარ უწევდა.

მეფე აჰირამის სარკოფაგი ფინიკიური ხელოვნების განსაკუთრებულ ნიმუშად ითვლება. როგორც ცნობილია ბიბლოსი ეგვიპტესთან ვაჭრობდა. ზოგი მკვლევარი იმასაც კი ფიქრობს, რომ ის უძველესი ძლევამოსილი ქვეყნისთვის „კოლონია“ იყო. როგორც არ უნდა ყოფილიყო, ეგვიპტური კულტურის გავლენა შეინიშნება ქალაქზე, რაც აისახა ხელოვნებაშიც. თუმცა, მეფე აჰირამის სარკოფაგზე ეგვიპტური ხელოვნება ნაკლებად აისახა. როგორც ჩანს მისი მმართველობის პერიოდისთვის ეგვიპტური გავლენა შესუსტებული იყო. მისი ქვის კუბო უფრო ჩრდილო სირიულს გავს, ვიდრე ეგვიპტურს.

სარკოფაგის წარწერა

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი სარკოფაგზე არის მისი წარწერა. ამოტვირფული წარწერა შემდეგნაირად ითარგმნება:

„სარკოფაგი დამზადდა ბიბლოსის მეფე ითობალის, აჰირამის ვაჟის მიერ, რათა მისი მამა აჰირამი განმარტოვებულიყო. ამჟამად, თუ მეფე მეფეთა შორის და მმართველი მმართველთა შორის და სარდალი მოვა ბიბლოსის წინააღმდეგ; და მოვა ის სამარხის გასახსნელად - (მაშინ) დაე წაერთვას მას თავისი სკიპტრა, დაე ჩამოაგდონ თავისი ქვეყნის ტახტიდან, და მშვიდობა და მყუდროება წავიდეს ბიბლოსიდან. და ასევე მისთვის  უნდა შეწყდეს სამახსოვრო სამსხვერპლოს შეწირვა.“

ამ წარწერის მიხედვით სარკოფაგი აჰირომის ვაჟმა მამამისისთვის დაამზადა, რომელსაც ერქვა ითობალი. დანარჩენი წარწერა არის წყევლა, რათა სამარხი დაეცვათ. მაგრამ როგორც ჩანს ამით მძარცველები არ შეშინებულად და ის აღმოჩენამდე გაძარცვეს. ამის მიუხედავად მეცნიერთათვის ის მაინც მნიშვნელოვანი არტეფაქტი აღმოჩნდა. აღსანიშანვია, რომ სარკოფაგის წარწერაში ფინიკიურ დამწერლობის 22 ასო-ბგერიდან 19 გვხდება, რითაც ეს ყველაზე უძველესი სრულად შემონახული ტექსტია ფინიკიური ანბანით. დღეს მეფე აჰირამის სარკოფაგი ლიბანში ბეირუთის ნაციონალურ მუზეუმში ინახება.