მნიშვნელოვანი სიახლეები
მექსიკაში წყლიდან 400 წლის ტაძარი გამოჩნდა (+ვიდეო)

მექსიკაში წყლიდან 400 წლის ტაძარი გამოჩნდა (+ვიდეო)

მექსიკის სამხრეთში  XVI საუკუნის ტაძრის ნანგრევები წყალსაცავის ზედაპირზე გამოჩნდა. ამის მიზეზი ძლიერი გვალვა იყო.

მდინარე გრიჰალვაზე, რომელიც ნესაუალკოიტლის წყალსაცავს კვებავს, წლის დონე 25 მეტრით დაეცა. უკანასკკნელად ამგვარი რამ 2002 წელს მოხდა, როცა წლის დონემ იმდენად დაიწია, რომ დამთვალიერებლებმა ტაძრის შიგნით შესვლაც კი მოახერხეს.

 ტაძრის სიმაღლე 10 მეტრს აღწევს, ხოლო სამრეკლოსთან ერთად 16 მეტრს. იგი ესპანელმა კონკისტადორებმა XVI საუკუნეში ააგეს, მაგრამ ერთი საუკუნის მერე დახურეს, რეგიონში ჭავი ჭირის ეპიდემიის გამო. შენობა წყალქვეშ 1966 წელს მოხვდა, როცა მის სიახლოვეს კაშხალი ააგეს.

წყლიდან ტაძრის გამოჩენამ, ადგილობრივ მეთევზეებს ფულის შოვნის საშუალება მისცა. მცირე ანაზღაურების ფასად ისინი ტურისტებისათვის ექსკურსიებს აწყობენ. ტაძრის დათვალიერების მსურველებს ისინი თავიანთი სათევზაო ნავებით ასეირნებენ.