მნიშვნელოვანი სიახლეები
მეხიკოში აცტეკური სტადიონი და მსხვერპლად შეწირული მოთამაშეები აღმოაჩინეს (+ვიდეო)

მეხიკოში აცტეკური სტადიონი და მსხვერპლად შეწირული მოთამაშეები აღმოაჩინეს (+ვიდეო)

მეხიკოს ცენტრში ქარის აცტეკური ღმერთის ტაძარი და ბურთის სათამაშო მოედანი იპოვეს. ამ მოედანზე ბურთით სასიკვდილო თამაშს თამაშობდნენ.

არქეოლოგებმა საზოგადოებას თავიანთი ხანგძლივი გათხრების შედეგები აუწყეს: დამთვალიერებლებს ეეკატლ-კეცალკოატლის ნახევრად მრგვალი ტაძარი და მის მეზობლად მდებარე ბურთის სათამაშო მოედანი ანახეს.

„სპორტის ამ სახეობის“ მოთამაშეები ბურთს თეძოს ურტყამდნენ. ადამიანის მსხვერპლად შეწირვა ამ „მატჩის“ განუყოფელი ნაწილი იყო. ესპანელ კონკისტადორ ერნან კორტესს ამგვარ მატჩზე დასწრება 1528 წელს იმპერატორ მონტესუმას მოწვევით მოუწია.

  არქეოლოგებმა გათხრებისას კისრის მალები აღმოაჩინეს - როგორც ჩანს ეს რიტუალის შედეგად თავმოკვეთილი მოთამაშეების ძვლები არის.

 „სტადიონისგან“ მხოლოდ კიბეები და ტრიბუნების ნაწილი გადარჩა. ორიგინალური მოედანი სიგრძეში 50 მეტრს აღწევდა.

ტაძარი ნახევრად მრგვალი ფორმის იყო. იგი მართკუთხა საძირკველზე იყო აგებული. მისი სიგანე 34 მეტრს, ხოლო სიმაღლე 4 მეტრს აღწევდა. სავარაუდოთ იგი 1486 და 1502 წლებს შორის უნდა იყოს აგებული.

არქეოლოგიური ძეგლი დამთვალიერებლებისათვის ღია იქნება.