მნიშვნელოვანი სიახლეები
მეხიკოში თავის ქალებისგან აგებული 500 წლიანი კოშკი აღმოაჩინეს

მეხიკოში თავის ქალებისგან აგებული 500 წლიანი კოშკი აღმოაჩინეს

მექსიკის ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნული ინსტიტუტის სპეციალისტებმა თავის ქალებისგან აგებული ლეგენდარული აცტეკური კოშკი აღმოაჩინეს. ამ კოშკის მშენებლობისას როგორც კაცების, ისე ქალებისა და ბავშვების ნეშთიც გამოიყენეს.

ლეგენდა აცტეკური კოშკის შესახებ კოლონიზაციის შემდეგ მექსიკელებში რამდენიმე საუკუნე შიშის ზარს იწვევდა, მაგრამ კოშკის აღმოჩენა მხოლოდ ახლა შეძლეს. ანთროპოლოგთა ორ წლიანი მუშაობის შედეგად უკვე დანამდვილებით შეიძლება დადასტურდეს მისი არსებობა.

გადმოცემის შედეგად კოშკში აცტეკები მოწინააღმდეგის დაღუპული მებრძოლების თავებს აგროვებდნენ, მაგრამ მეცნიერთა შოკირება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ კოშკში ქალებისა და ბავშვების თავის ქალებიც აღმოჩნდა.

 676 თავის ქალა უძველესი ტაძრის ტემპლო მაიორის ცილინდრულ ნაგებობაში აღმოჩნდა. ამ ტაძარს ასევე უიცილოპოჩტლის ტაძარსაც უწოდებენ. ეს ღმერთი აცტეკების უზენაესი ღვთაება გახლდათ.

სპეციალისტებს ტაძრის ძირი ჯერ კიდევ არ გამოუკვლევიათ. აქ შესაძლოა კიდევ წააწყდნენ  თავის ქალებს.

კონკისტადორ ანდრეს დე ლა ტაპიას აღწერით, თავის ქალების  სვეტი სიმაღლეში 60 მეტრს აღწევდა.

როგორც დე ლა ტაპია ამტკიცებდა, სვეტი ტაძრის ერთ-ერთ მინაშენში მდებარეობდა და ცომპანტლის წარმოადგენდა - თავის ქალების კედელს ანდა სხვა სტრუქტურულ ელემენტს, რომელიც აცტეკებისათვის ესოდენ დამახასიათებლი იყო.

კონკისტადორებმა ერნან კორტესის ხელმძღვანელობით მექსიკის სანაპიროს 1519 წელს მიაღწიეს. ორი წლის შემდგ მათ აცტეკების იმპერიის დედაქალაქი ტენოჩტიტლანი - ახლანდელი მეხიკო  შტურმით აიღეს და ამით ქვეყნის კოლონიზაციას საფუძველი ჩაუყარეს.