მნიშვნელოვანი სიახლეები
მითრას მისტერიები და სან კლემენტის მიწისქვეშა ოთახი

მითრას მისტერიები და სან კლემენტის მიწისქვეშა ოთახი

სანამ ახ.წ.ა. მე-3 საუკუნის ბოლოსთვის რომის იმპერიის სახელმწიფო რელიგია ქრისტიანობა გახდა, მანამდე იმპერიაში მრავალი სხვადასხვა რელიგიები იყო გავრცელებული. ზოგ მათგანს არა რომაული წარმომავლობა ჰქონდა. მასში შედიოდა დიონისეს მისტერიები, ორფაული მისტერიეი და მითრას მისტერიები.

მითრა იყო ზოროასტრიული ღვთაება. ეს ღვთაება რომაელებში ბერძნების გავლენით გავრცელდა. ამის გამო გაურკვეველია რამდენად იყო რომაული მითრა ზოროასტრიული მითრას მსგავსი. ზოგი მკვლევარი ღვთაების ორივე აღმოსავლურ და დასავლურ ვერსიას ერთსა და იმავედ მიიჩნევს, ხოლო დანარჩენები რომაულ მითრას სულ სხვა, განსხვავებულ რომაულ ღვთაებად თვლიან.

ჩვენი თანამედროვე წარმოდგენა მითრას მისტერიებზე ძირითადად მოდის ნაპოვნი რელიეფებიდან და ქანდაკებებიდან. ყველაზე გავრცელებული მითრას გამოსახულებაა, სადაც ის წმინდა ხარს კლავს, რომელსაც „თაუროცთონი“ ჰქვია. ეს გამოსახულება მთელს რომის იმპერიაში გვხდება. მითრას ტაძრები ხელოვნურ ან ბუნებრივ გამოქვაბულებში გვხდება, ან თუნდაც შემობებში, რომელიც თავისი არქიტექტურით გამოქვაბულს ჰგავს. მითრას სალოცავები ძირითადად ინიციაციის რეტულაებისთვის გამოიყენებოდა. დახურული და ბნელი ადგილი სიმბოლურად გამოსახავდა კულტის ახალი მიმდევრის სულის მდგომარეობას.

ყველაზე ცნობილი მითრას სალოცავი მდებარეობს წმინდა კლემანტის ბაზილიკის ქვეშ, რომში. კულტის მთავარი ოთახი არის 9.6 მეტრის სიგრძის და 6 მეტრი სიგანის. სალოცავი 1867 წელს აღმოაჩინეს და მისი შესწავლა 1914 წლამდე არ მომხდარა. ოთახის ცენტრში არის სამსხვერპლო, რომელსაც სარკოფაგის ფორმა აქვს და მასზე კულტის „თაუროცთონი“ არის გამოსახული. ასევე გვხდება მითრას ქვიდან დაბადების გამოსახულებაც. ნაპოვნი იყო ქანდაკებების და ლაპის შესანახის ფრანგმენტებიც. ყველა ნაპოვნი ქანდაკებები ჯერაც ინახება მითრას რომის სალოცავში.

ამასთან არქეოლოგებმა დაადგინეს, რომ ინიციაციის ცერემონიებში მარხვა ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო. ჭურჭლები და საჭმლის ნარჩენები ხშირად გვხდებათ მითრას თაყვანისცემის ადგილებში. ამგვარად დადგინდა, რომ მითრას და მზის ღვთაების სათაყვანებელი სუფრები იშლებოდა. ამ წვეულების ნაწილი უნდა ყოფილიყო წმინდა ხარის დაკვლაც. არქეოლოგიური კვლევებით და ხელოვნებაში შემორჩენილი წყაროებით სხვა დეტალების გარკვევაც შეძლეს ამ საიდუმლოებებით სავსე კულტზე.

როგორც გაირკვა ზოგი ქრისტიანული ღვთისმსახურება და მითრას მისტერიები მსგავსი ყოფილა. ეს მოხსენიებულია ადრეულ ქრისტიანულ აპოლოგეტიკაგი. თუმცა, ქრისტიანი მწერლები ამას დადებით თვისებად არ მიიჩნევდნენ. მათი აზრით მითრას კულტმსახურებმა გადმოიღეს მათგან ზოგი წეს-ჩვეულება და დაამახინჯეს. ამგვარად მეცნიერებში კამათი მიმდენარეობს, რამდენად მართალი იყვნენ ადრეული ქრისტიანი აპოლოგეტები. ზოგი აზრით ეს ქრისტიანობა აკეთებდა წარმართულის კოპირებას, ზოგი კი მიიჩნევს, რომ მათ შორის უბრალოდ იდეათა გაცვლა ხდებოდა. სრულად ამის გარკვევა შეუძლებელია, რადგან მითრას მისტერიებზე სრული ინფორმაცია არ მოიპოვება.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მსგავსებებისა რიტუალებში ქრისტიანული ღვთისმსახურება და მითრას მისტერიები მაინც გამოირჩეოდა განსხვავებებითაც. მაგალითად ადრეული ქრისტიანული საზოგადოება უფრო ღია იყო ახალმოსულისთვის, ხოლო მითრას მისტერიები კი კარჩაკეტილი იყო. ასევე მითრას კულტი  ძალიან პოპულარული იყო სამხედროებში. ამას მოწმობს ინგლისის რომაული სიმაგრეების არქეოლოგიური კველავა. ამასთან როგორც ჩანს ამ რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობა მხოლოდ კაცებს შეეძლოთ და ისინი ძირითადად საშუალო კლასის წარმომადგენლები იყვნენ.

მითრას მისტერიები დღემდე საიდუმლოებად რჩება თანამედროვე დროისთვის. არქეოლოგიური მონაპოვარის გარდა ცოტა ინფორმაცია გაგვაჩნია თუ რა სახის რიტუალები ტარდებოდა მათ სალოცავებში. მაგრამ შესაძლოა სამომავლო კვლევებმა ახალი ინფორმაცია მოგვცეს ამ იდუმალ კულტმსახურებაზე.