მნიშვნელოვანი სიახლეები
მივიწყებული ფარაონის სამარხი? ახლად აღმოჩენილი კედელი სავარაუდოდ 4200 წლის წინანდელ სამარხებს მალავს

მივიწყებული ფარაონის სამარხი? ახლად აღმოჩენილი კედელი სავარაუდოდ 4200 წლის წინანდელ სამარხებს მალავს

არქეოლოგების ჯგუფი მუშაობს სამარხების გათხრებზე, რომელიც უძველესი კედლის ნანგრევებთან საუკუნეების განმავლობაში ქვიშაში იმალებოდა. ამ ქვის კონსტრუქციის შესწავლა პირველად ხდება. შესაძლოა იქ ეგვიპტის ფარაონის სამარხი იმყოფებოდეს.

განსაკუთრებით ფრთხილი კვლევები

წელს ეგვიპტის ქალაქ ასვანთან ბირგამის უნივერსიტეტის  ეგვიპტის კვლევის პროექტი დაიწყო. მისი მიზანი არის ფრთხილად გათხარონ ქუბეთ ელ-ჰავას სამარხები.

ეს ადგილი არქეოლოგების მიერ მნიშვნელოვანი კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის მქონედ მიიჩნევა, რადგან შესაძლოა იქ მრავალი სამარხი იმალებოდეს. სამარხები ძველი ეგვიპტის სამეფოს და შუა სამეფოს მოხელეების საკუთრება უნდა ყოფილიყო. იქ უკვე იპოვეს ძველი სამეფოს დროინდელი ელეფანტინას კუნძულის გამგე მოხელეების ჰარხუფისა და ჰექაიბის სხეულები.  ამასთან ესაა პირველი შემთხვევა, როცა ამ ადგილს სწავლობენ. გასათვალისწინებელია, რომ  რამოდენიმე წლის წინ ამ მიდამოში უკანონო გათხრები ჩატარდა. წლევანდელი გათხრებიც სწორედ ამის გამო დაიგეგმა.

კედლის მიერ დამარხული ინფორმაცია

ორი მეტრის სიმაღლის კედელი სავარაუდოდ ძველი სამეფოს სამარხების დასაცავად აშენდა. ნასრ სალამის, ასვანისა და ნუბიის სიძველეების მთავარი დირექტორის თქმით კედელი „გასაოცარია“, ხოლო პროექტის თანა ხელმძღვანელი ესამ ნაგი მიიჩნევს ეს გათხრები ისტორიკოსებს დაეხმარებათ ქუბეთ ალ-ჰავას სამარხების უკეთ შესწავლაში.

კედელთან უკვე ნაპოვნია თიხის ჭურჭლეულობა, რომელიც მეექვსე დინასტიის მეფე პეპი II-ის (ძვ.წ.ა. 2278-2164 წლები) მმართველობის ხანას უკავშირდება.

შესაძლოა იქ ფარაონის სამარხიც იმყოფებოდეს. არქეოლოგთა გუნდი მომდევნო წლის აპრილში დამატებით გათხრებს გეგმავს.

კარლ გრეივსი, პროექტში მონაწილე სტუდენტი ამბობს: „გათხრები ძველი სამეფოსა და ძვ.წ.ა. 2278-2184  წლებს შორის პირველი შუამავალი პერიოდის შესახებ ჩვენს ცოდნას აღრმავებენ. ჯერ-ჯერობით არავინ იცის თუ ვის შეიძლება ეკუთვნოდეს იქ დამალული სამარხები.“

პროექტის წარმატებით სეზონში შედის ახლად აღმოჩენილი სერენპუტ I-ის გზა, რომელიც საშუალო სამეფოს პერიოდის დასაწყისში ამ მიდამოს პირველი მმართველი იყო.

ამ წლის დასაწყისში ამ მიდამოს ადგილას 3800 წლის წინანდელი ეგვიპტური მუმია იპოვეს, რომელიც შესაძლოა საშუალო სამეფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადამიანი ყოფილიყო. მის მუმიას „ქალბატონი სათტჯენი“ უწოდეს და მისი სამარხი ქუბეთ ელ-ჰავას სასაფლაოზე იყო.

მისი სხეული გასაოცრად კარგად იყო შემონახული და ხის სარკოფაგში იპოვეს. ამაზე ჩვენს საიტზე უკვე იყო მომზადებული სტატია.