მნიშვნელოვანი სიახლეები
მოსკოვში ივანე მრისხანის დროის „ჭადრაკის“ განძი აღმოაჩინეს

მოსკოვში ივანე მრისხანის დროის „ჭადრაკის“ განძი აღმოაჩინეს

მოსკოვში, პრეჩისტენკას (ყოფილი კროპოტკინის) ქუჩაზე წარმოებული გათხრებისას ივანე მრისხანის დროის განძს მიაკვლიეს.  განძი XVI საუკუნის სპილოს ძვლისგან დამზადებულ ჭადრაკის კუში იყო დამალული. განძი ათი ვერცხლის მონეტისგან შედგება, რომელთა ღირებულება ჯამში მაშინდელ 5 კაპიკს შეადგენს.

 ჭადრაკის ფიგურა გაზის მილების გასაყვანი თხრილის გათხრისას აღმოაჩინეს.

  ყველა მონეტა XVI საუკუნის 30-40-იან წლებშია მოჭრილი. ამასთან ერთი ტვერის ზარაფხანაში, ხოლო დანარჩენი ცხრა მოსკოვის ზარაფხანაშია მოჭრილი. ყველა მონეტა ბრუნვაში ივანე მრისხანეს დროს იყო.

ჭადრაკის ფიგურა სამი ნაწილისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთთან ხრახნით იყო დაკავშირებული. სავარაუდოთ ჭადრაკის სხვა ფიგურებიც ამგვარივე სამალავებით იქნებოდა აღჭურვილი, მაგრამ ისინი ჯერ ვერ აღმოაჩინეს.

ივანე მრისხანეს დროს ერთ კაპიკად მთელი ბატის ყიდვა შეიძლებოდა.

რუსულ წერილობით წყაროებში ჭადრაკი პირველად 1262 წელს იხსენიება. ისტორიულო ცნობებით ივანე მრისხანე საკმაოდ კარგად თამაშობდა ჭადრაკს. ისტორიკოს ნიკოლოზ კოსტომაროვის ვერსიით 1584 წლის 18 მარტს ივანე მრისხანე ბორის გოდუნოვთან სწორედ ჭადრაკის თამაშის დროს გარდაიცვალა.