მნიშვნელოვანი სიახლეები
მსოფლიოს უძველესი დაგეგმილი ქალაქი მარი

მსოფლიოს უძველესი დაგეგმილი ქალაქი მარი

7000 წლის წინანდელი უძველესი ქალაქი მარი (ასევე ცნობილი, როგორც თელ ჰარირი) არის მსოფლიოს უძველესი ქალაქი, რომელიც უძველესი მესოპოტამიის ჩრდილოეთით (დღევანდელი სირიის აღმოსავლეთი), მდინარე ევფრატის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობდა. ათასწლეულებმა მარი ისტორიის ფურცლებიდან გააქრო, მაგრამ 1930-იან წლებში ადგილობრივმა ბედუინმა აღმოაჩინა და არქეოლოგიური გათხრები დაიწყო. ის მსოფლიოში უძველეს დაგეგმილ ქალაქად ითვლება. ის წარმოადგენდა სავაჭრო ცენტრს, ბრინჯაოს წარმოების და ახალი ტექნოლოგიებისა და არქიტექტურული ინოვაციების ადგილს.

მარის გეოგრაფიულად სტატეგიული ადგილი ეკავა - ბაბილონიის სამხრეთ და ტავრის მთებს შორის. ამის გამო ქალაქი აყვავდა და მნიშვნელოვანი გახდა. სავარაუდოდ მისი მაცხოვრებლები ელბასა და აქადთა სამეფოდან იყვნენ მოსულნი.

მარის ფერადოვანი ისტორია

მარი თანამედროვე სირიის ტერიტორიაზე მდებარეობს, დღევანდელი ერაყის მახლობლად. სავარაუდოდ ქალაქი პირველად დასახლებული ადგილი  ძვ.წ.ა. მე-5  ან მე-3 ათასწლეულიდან გახდა. მისი მდგომარეობის გამო მარიში მრავალი სავაჭრო ქარავანი გადიოდა. ამასთან ტავრის მთებში სპილენძის საბადოები იყო, რამაც ბრინჯაოს წარმოებას შეუწყო ხელი. ბრინჯაოს წარმოება და ვაჭრობა მარის მახასიათებლები გახდა.

ძვ.წ.ა. 1760 და 1758 წლებს შორის მარი ბაბილონის მეფე ჰამურაბმა გაანადგურა. უძველესი ქალაქი 1933 წელს აღმოაჩინა ადგილობრივმა ბედუინმა და ფრანგ კოლონიურ მმართველობას შეატყობინა. ამის შემდგომ იქ მუდმივად ტარდება არქეოლოგიური გათხრები. ბოლო ექსპედიცია 2012 წელს იყო, მაგრამ სირიის სამოქალაქო ომის გამო შეწყდა.

მარის დაგეგმარება

მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ მარის მესამედი შემორჩა (დანარჩენი მდინარე ევფრატმა წაიღო) გათხრებისას მაინც შეძლეს ბევრი საინტერესოს აღმოჩენის გაკეთება ქალაქთან დაკავშირებით. მაგალითად გაირკვა, რომ  ქალაქი აშენებული იყო ორი წრიული მონახაზის მიხედვით. ერთი მათგანის მიზანი იყო მისი ევფრატის ადიდებისგან დაცვა, ხოლო მეორეს კი გარეშე მტრისგან. ქალაქში ასევე იპოვეს გასაოცარი არქიტექტურული ღირებულობის ტაძრები და სასახლეები.

ითვლება, რომ ქალაქი შენებისას მთლიანად დაგეგმარებით აშენდა. ის ურბანული დაგეგმარების პირველ ნიმუშად ითვლება, რომელიც კი ცნობილია მსოფლიოში.

რადგან მარი ევფრატთან მდებარეობდა მასში მრავალი წყლის არხების სისტემა გადიოდა, რაც ასევე მოწმობს დაგეგმარების კვალს. დამაკავშირებელი არხებით საშუალება ეძლეოდათ ნავებით ქალაქში ტვირთი ადვილად გადაეტანათ, სადაც სავარაუდოდ მრავალი სავაჭრო საქონელი იყო.

მარის არქივი

მარის სხვა ისტორიულ მნიშვნელობაში შედის მისი 15000-მდე თიხის ფირფიტის არქივი, რომელსაც „მარის ფირფიტები“ ჰქვია. მათი საშუალებით მეცნიერებს საშუალება მიეცათ უკეთ გაცნობოდნენ ქალაქის მაცხოვრებელთა ცოდნას პოლიტიკაში, რელიგიაში, გეოგრაფიაში, სამხედრო ცოდნასა და ეკონომიკაში. აღსანიშნავია, რომ ფირფიტებში გვხდება ისტორიები ადამიანებზე, რომლებიც თავიანთ თავს წინასწარმეტყველებებს უწოდებდნენ და იძახოდნენ, რომ სიზმრებით მომავალს ხედავდნენ. ისინი დიდი პოპულარულობით სარგებლობდნენ ადგილობრივ მმართველთა წრეში.

სირიის საშინელი ომმა არა მარტო შეანელა ქალაქის შესწავლა, არამედ დააზიანა კიდეც მიდამო. ნაქალაქარი სიძველეებით უკანონოდ მოვაჭრეთა ხელში აღმოჩნდა. მეცნიერთათვის ჯერაც უცნობია თუ რაოდენ დიდია მიღებული დაზიანება.