მნიშვნელოვანი სიახლეები
მუმიათა გენების ანალიზი: იყვნენ თუ არა უძველესი ეგვიპტელები ახლო აღმოსავლეთის ხალხთა ნათესავები?

მუმიათა გენების ანალიზი: იყვნენ თუ არა უძველესი ეგვიპტელები ახლო აღმოსავლეთის ხალხთა ნათესავები?

ეგვიპტე მრავალთათვის აფრიკულ ცივილიზაციად მიიჩნეოდა. თუმცა არსებობს მტკიცებულება, რომ უძველესი ეგვიპტელები უფრო ნაკლებად იყვნენ აფრიკელები, ვიდრე ეგვიპტის თანამედროვე მოსახლეობა. ახალი კვლევებით დადგინდა, რომ უძველეს ეგვიპტელებს ახლო ნათესაური კავშირი ჰქონდათ ახლო აღმოსავლეთის ინდოევროპელ ხალხებთან. ეს ასევე ეხმიანება აზრს, რომ შუა აღმოსავლეთის ხალხები მიგრირებდნენ  ჩრდილო აფრიკასა და ევროპაში.

თანამედროვე ეგვიპტელებს გენეტიკურად და კულტურულად სუბ-საჰარას აფრიკასთან დიდი კავშირი აქვთ. არქეოლოგები მიიჩნევდნენ, რომ ეგვიპტური ცივილიზაცია აღმოცენდა ნილოსის გასწვრივ იმ ტომების ხალხის მიერ, რომლებიც ნილოსის შორეულ სამხრეთის მაცხოვრებლები იყვნენ. აქამდე თანამედროვე ეგვიპტელების გენებისა და არქეოლოგთა მონაპოვარი ამას ადასტურებდა. მაგრამ მუმიების სწავლისას ცოტათი განსხვავებული სურათი მიიღეს.

უძველესი მუმიების გენების შემოწმება

ახლანდელი გენეტიკური ნიმუშები 90 მუმიისგან აიღეს. მის მიხედვით დადგინდა, რომ მათ მჭირდო ნათესაური კავშირი ჰქონდათ ახლო აღმოსავლეთის ხალხებთან, განსაკუთრებით ლევანტისა და ანატოლიის მიდამოში მცხოვრებთან. ეს საკმაოდ საინტერესოა, რადგან იმაზე მიუთითებს, რომ თანამედროვე ეგვიპტელები გენეტიკურად უფრო ახლოს არიან აფრიკელებთან, ვიდრე უძველესი ეგვიპტელები.

უძველესი ეგვიპტელების ახლო აღმოსავლეთის ხალხებთან ნათესაობისა ერთ-ერთი მიზეზი  შეიძლება ჰიქსოსი ყოფილიყვნენ. ჰიქსოსები იყო ახლო აღმოსავლეთის ხალხი, რომლებიც ნილოსის დელტაში ცხოვრობდნენ ძვ.წ.ა. 1650 წლებამდე და შემდგომ ეგვიპტის მმართველი გახდნენ, მაგრამ საბოლოოდ ადგილობრივმა დინასტიამ განდევნა.

ეს ახსნა მრავალს არკვევს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ჩვენ მდიდარ და ტიტულოვანი ეგვიპტელების მუმიები გაგვაჩნია და არა უბრალო ხალხის. შესაძლოა ჰიქსოსის ხალხსა და ეგვიპტის დიდებულებს შორის ქორწინებები ხშირი იყო. თუმცა ამავე დროს მუმიათა უმეტესობა, რომლებიც ტესტირებისას გამოიყენეს, ძვ.წ.ა. 1360 და 425 წლებს შორის თარიღდებიან, ჰიქსოსების ეგვიპტიდან განდევნიდან საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ  (დაახლოებით ძვ.წ.ა. 1550 წელს).

საკამათო მიზეზები

ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც უძველესი ეგვიპტელების წარმომავლობა შესაძლოა საკამათო გახდეს არის ის, რომ უძველესი ეგვიპტური ცივილიზაცია აფრიკულ ცივილიზაციად ითვლება და არა ახლო აღმოსავლურად. თუ დამტკიცდა, რომ ეგვიპტელებს ახლო ნათესაობა  უფრო ანატოლიაში მცხოვრებ ხალხებთან ჰქონდათ, ვიდრე აფრიკელებთან ამან შესაძლოა უხერხულობა გამოიწვიოს.