მნიშვნელოვანი სიახლეები
მუმიფიცირებული ფეხები სავარაუდოდ რამზეს II-ის საყვარელ ცოლ ნეფერტარს ეკუთვნოდა

მუმიფიცირებული ფეხები სავარაუდოდ რამზეს II-ის საყვარელ ცოლ ნეფერტარს ეკუთვნოდა

უძველესი ეგვიპტის დედოფლის ფეხები სულაც აღარ არიან ლამაზი შესახედავი, როგორც ისინი მფლობელის სიცოცხლეში იქნებოდნენ.

დედოფალი ნეფერტარი ფარაონ რამზეს II-ის უსაყვარელი ცოლი იყო, რაზეც მისი სამარხის სილამაზე და მდიდრულობაც მიუთითებს. მუმიფიცირებული ფეხების წყვილი 1904 წელს იპოვეს, თუმცა მეცნიერთათვის აქამდე გაურკვეველი იყო თუ ვის ეკუთვნოდა ის. როგორც ჟურნალ PLOS One-ი აქვეყნებს, ისინი მართლაც განსვენებულ დედოფალს ეკუთვნოდა.

დედოფალი ნეფერტარი სავარაუდოდ სამეფო წარმომავლობის იყო და მეფე ეიეს საგვარეულოდან მოდიოდა, რომელიც შეიძლებოდა მისი მამა ან ბაბუა ყოფილიყო.  ის იყო ფარაონ რამზეს II-ის მეორე ცოლი. ისინი დაქორწინდნენ, როცა რამზესი ჯერ კიდევ უფლისწული იყო და მისი მამა, სეთი I მეფობდა.

PLOS One-ი იტყობინება:

„სამეფო ოფიციალური წერილობითი წყაროები, რომელიც მის სამარხთან იპოვეს, მრავალი კამათის მიზეზი იყო. მის მიხედვით ის დაკავშირებული იყო მეფე ეიესთან, რომელიც ეგვიპტეს ტუტანხამონის შემდგომ მცირე დროით მართავდა, თუმცა ნეფერტარის არ ჰქონდა წოდება „მეფის ქალიშვილი“, ამგვარად შესაძლოა ის მთავარი სამეფო ოჯახის საგვარაულოს წევრი არ ყოფილიყო.“

სტატიის მიხედვით მუმიფიცირებული ფეხები თარიღდება დაახლოებით ძვ.წ.ა. 1250 წლით. ისინი ეკუთვნოდა ადამიანს, რომელიც დაახლოებით 40 წლისა გარდაიცვალა. ისინი იმ არტეფაქტებთან ახლოს იპოვეს, რომელიც „დედოფლის სამარხიდან უნდა ყოფილიყო“.

დედოფალ ნეფერტარის  რვა შვილი ჰყავდა - ოთხი ვაჟი და ოთხი ქალიშვილი. ტახტის მემკვიდრეობაში მისი ვაჟები დედოფალ ისისნოფრეტის შვილების წინ უნდა ყოფილიყვნენ. მაგრამ საბოლოოდ გვირგვინი ისისნოფრეტის ვაჟ მერენფტაჰს ერგო.

დედოფალი ნეფერტარი  აბუ სიმბელის გახსნის ცერემონიალს  ძვ.წ.ა. 1255 წელს, მისი ქმრის მეფობის 24-ე წელს ესწრებოდა. ამის შემდგომ მისი ხსენება ქრება. ის არ იმყოფებოდა რამზესის მეფობის 30 წლისთავზე. ამგავარად ვარაუდობენ, რომ ის დაახლოებით 40-დან 50 წლებს შორის იყო, როცა გარდაიცვალა.

მისი სიკვდილის შემდგომ რამზეს II მისი და ნეფერტარის ოთხიდან სამ ქალიშვილზე დაქორწინდა: ბინტ-ანატი, მერიტამუნი და ნებეტაუ.

მეცნიერთა ჯგუფის მიზანი იყო გაერკვია ეგვიპტოლოგთა დიდი ხნის კითხვა და ეპასუხა იყო თუ არა აღმოჩენილი მუმიის ფეხები მართლაც ნეფერტარის საკუთრება.

მკვლევართა თქმით დიდი ალბათობაა, რომ ისინი მართლაც მისია, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს რამოდენიმე სხვა ჰიპოთეზა:

  • ისინი შესაძლოა, რომელიმე მისი ქალიშვილის იყოს, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რადგან მათ თავიანთი სამარხები ჰქონდათ.
  • შესაძლოა დედოფლის სამარხი ხელახლა გამოიყენეს, რაც ხდებოდა ხოლმე. თუმცა, ესეც ნაკლებ სავარაუდოა.
  • მუმიის ფეხები იქ წყალმა გამორიყა, რაც ასევე ნაკლებ სავარაუდოა, რადგან სამარხი მაღლობზე მდებარეობს.

დედოფლის ფეხები და მისი ნივთები ეგიზიო ტურინის მუზეუმშია გამოფენილი, ანუ იტალიაში ტურინის ეგვიპტურ მუზეუმში და მნახველებს შეუძლიათ მათი ნახვა.