მნიშვნელოვანი სიახლეები
ნაპოვნია თუ არა ტუტანხამონის ცოლი?

ნაპოვნია თუ არა ტუტანხამონის ცოლი?

უძველესი ეგვიპტის მეფეთა ველზე ყველაზე სახელგანთქმული მმრართველის ცოლი იპოვეს. ეგვიპტოლოგებმა აღმოაჩინეს ტუტანხამონის ცოლის, ანხესენამონის სამარხი. ამან შესაძლოა დაადგინოს ახალგაზრდა მეფის ცოლის საბოლოო ბედი, რომელიც ისტორიიდან  თავისი მეორე ქორწინების შემდგომ გაუჩინარდა.

სამყაროს ცნობილი არქეოლოგმა და ეგვიპტის სიძველეების ყოფილმა მინისტრმა ზაჰი ჰავასმა სამარხი იპოვა ფარაონ ეიეს სამარხთან ახლოს.

ანხესენამონი, რომელიც ძვ.წ.ა. 1332-დან 1327 წლებს შორის ტუტანხამონზე დაქორწინდა, მალევე დაქვრივდა და ეიეს მიათხოვეს. ეიე მეფე ტუტანხამონის შემდგომ მეფობდა ძვ.წ.ა. 1327-სა და 1323 წლებს შორის.

მეცნიერები აპირებენ გათხარონ ეს ახლად ნაპოვნი სამარხი და გაარკვიონ თუ ვინ არის შიგ დამარხული.

LiveScience-სთან საუბრისას არქეოლოგმა თქვა: “ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სამარხს მივაგენით, თუმცა ჯერ სრულად არ ვართ დარწმუნებული თუ ვინაა შიგ დამარხული.“

მეფე ტუტანხამონი ათი წლის ასაკში ძვ.წ.ა. 1332 წლისთვის გამეფდა და მხოლოდ ცხრა წელი მეფობდა. მისი ცოლი მისი ნახევარ და ანხესენამონი  იყო.

ტუტანხამონის მეფობა გამოირჩევა, რადგან მის დროს აღდგა ძველი რელიგიური წეს-ჩვეულებები. მან მისი დაბადების სახელი ტუტანხატენი ტუტანხამონით შეცვალა და აღადგინა ძველი ღმერთების თაყვანისცემა და ქურუმთა კლასი. სამეფო ოჯახი დაბრუნდა ძველ დედაქალაქ თებეში, რომელსაც დღეს ლუქსორი ჰქვია.

მისი სამარხი 1922 წელს იპოვეს, რომელიც ხელუხლებლად შემორჩა  უძველესი ეგვიპტის სამეფო სამარხებიდან.

მისი სამარხი დღესაც კი მრავალ საიდუმლოებებს შეიცავს. თებერვალში არქეოლოგებმა განაცხადეს, რომ მათ დალუქულ საიდუმლო ოთახს მიაკვლიეს და მის შესწავლას აპირებენ. ვარაუდობენ, რომ იქ შესაძოა დედოფალი ნეფერტიტი იყოს დამარხული. ეს შესაძლოა „საუკუნის აღმოჩენა“ გახდეს.