მნიშვნელოვანი სიახლეები
ნაქშე-რუსტამი: ძლევამოსილი სპარსი მეფეების სამარხები (+ვიდეო)

ნაქშე-რუსტამი: ძლევამოსილი სპარსი მეფეების სამარხები (+ვიდეო)

ნაქშე-რუსტამი ეს არის ყველაზე გასაოცარი უძველესი ადგილი, სადაც სპარსეთის იმპერიის მეფეთა სამარხები იმყოფება. იქ ესვენენ ძვ.წ.ა. პირველ ათასწლეულში გარდაცვლილი სამეფო ოჯახის წევრები და ერთ დროს არსებული უძველესი იმპერიის მემორიალს წარმოადგენს.

ნაქშე-რუსტამი (რაც ნიშნავს რუსტამის ტახტი) მდებარეობს აქემენიდური სპარსეთის იმპერიის დედაქალაქ პერსეპოლისის ჩრდილო დასავლეთიდან 5 კმ-ის მოშორებით. ელამის პერიოდში ეს კლდის მთაში ნაკვეთი სამეფო სამარხები წმინდად ითვლებოდა და ძვ.წ.ა. მე-4 და მე-5 საუკუნეებით თარიღდებოდნენ. აქ ასევე გვხდება ახ.წ.ა. მე-3 საუკუნის რელიეფებიც. რადგან ნაქშე-რუსტამი სამეფო სასაფლაოს წარმოადგენდა, ის სასანიანთა პერიოდშიც ახ.წ.ა. მე-7 საუკუნემდე,  მნიშვნმელოვანი ცერემონიალური ცენტრი იყო.

ნაქშე-რუსტამი აქემენიდთა ძალაუფლებაში მოსვლამდეც წმინდა ადგილი იყო, რაზეც მიანიშნებს ერთ-ერთი ძველი რელიეფი. მართალია შემდგომ მასზე მოგვიანებით სხვა რელიეფი გადააფარეს, მაგრამ მაინც შეიმჩნევა ძველის კვალი. ზოგი წყაროს მიხედვით ეს „შაჰნამედან“ რომელიმე ადგილობრივი მითიური გმირის გამოსახულება უნდა იყოს, რომელსაც რუსტამი შერქვეს და აქედან გამომდინარე მთელ ამ მიდამოსაც ასევე შეერქვა.

რელიეფების უმეტესობა სასანიანთა პერიოდის დასაწყისით თარიღდება. ახ.წ.ა. მე-3 საუკუნეში სასანიანებმა, ტახტზე ასვლისას გადაწყვიტეს ძალაუფლების ლეგიმატიაცისთვის აქემენიანთა მმართველობასთან დაეკევშირებინათ თავი. ამიტომაც მათ თავიანთი რელიეფები ამოტვირფეს ნაქშე-რუსტამის კედლებზე.

ნაქშე-რუსტამის მეორე სახელი არის სალიბ, რაც არაბულად ჯვარს ნიშნავს. ასე შეერქვა, რადგან რელიეფები მოხაზულობით ჯვარს გვანან. მეფეები სამარხებში სპეციალურ ქვის სარკოფაგებში ესვენენ. ითვლება, რომ ისინი ძვ.წ.ა. მე-4 საუკუნეში ალექსანდრე დიდის ლაშქრობისას გაიძარცვნენ.

იქ ინახება ოთხი სამარხი, რომელთა პატრონები დადგენილია წარწერთა მიხედვით. ერთ-ერთი მათგანია დარიუს I აქამენიდური დინასტიიდან.

დანარჩენი სამი მეფე, რომლებიც ასევე იყვნენ დამარხული ნაქშე-რუსტამში არიან ქსერქსე I, არტაქსერქსე I და დარიუს II.

როგორც ავღნიშნეთ სასანიანთა მმართველებს სურდათ თავიანთი თავი დაეკავშირებინათ აქემენიდ მეფეებთან, რის გამოც ახალი რელიეფები შესრულდა კლდის სამარხებზე. ამ მეფეთა შორისაა შაპურ I სადაც აღნიშნულია მისი რომზე გამარჯვებები და არდაშირ I. ასევე სავარაუდოა ჰორმიზდ II-ს რელიეფიც იყოს კედლებზე, თუმცა არაა დაზუსტებული.