მნიშვნელოვანი სიახლეები
ომსკის მახლობლად XVII საუკუნის ციმბირელ ლამაზმანთა კვალი აღმოაჩინეს

ომსკის მახლობლად XVII საუკუნის ციმბირელ ლამაზმანთა კვალი აღმოაჩინეს

ტომსკელმა და ნოვოსიბირსკელმა მეცნიერებმა პოლონური მაღლაქუსლიანი ფეხსაცმელი, ასევე ბრინჯაოს ჩანგალი და ვენეციური მინის ჭურჭელი აღმოაჩინეს. ეს „უცხოური ნივთები“ მოწმობენ, რომ ციმბირი უკვე XVII საუკუნეში კულტურის ცენტრს წარმოადგენდა.

 ევროპელთა ციმბირში მოღვაწეობის  კვალი ომსკის ოლქის ქალაქ ტარის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ეს ქალაქი 1594 წელს არის დაარსებული.

 

  მეცნიერებმა შუა საუკუნის მაღალქუსლიანი პოლონური (ზოგი ვერსიით უნგრული) ფეხსაცმელი, გერმანული ანდა ჩეხური წარმოების ვენეციური მინის ჭურჭელი და ბრინჯაოს ჩანგლების ნაკრები იპოვეს. ეს ნივთები იმ დროს ფუფუნების საგნებად ითვლებოდა. არქეოლოგებს არტეფაქტების ასაკის დადგენაში ტომსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორატორია დაეხმარათ.

 პირველი ევროპელი, რომელმაც XIII საუკუნეში  ციმბირი აღწერა მარკო პოლო იყო. „ალტაისგან ჩრდილოეთით არის ბარგუს დაბლობი, რომელიც 40 დღის სავალზეა გადაჭიმული. იქაური ხალხი ველურია და მეკრი ქვიათ. ისინი მეცხოველეობას მისდევენ. მათ ბევრი ირემი ჰყავთ. ირმებით ისინი გადაადგილდებიან კიდევაც... მათ არც პური აქვთ და არც ღვინო იციან. იქვეა მთები სადაც შევარდნები ბუდეებს იკეთებენ. არაა იმ მთებში არც კაცები, არც ქალები, არც ცხოველები და არც ფრინველები“.