მნიშვნელოვანი სიახლეები
ოპერაცია მუმიის წყევლა (+ვიდეო)

ოპერაცია მუმიის წყევლა (+ვიდეო)

მას შემდგომ რაც აშშ-ს მთავრობამ კულტურული საგანძურით მოვაჭრეების კრიმინალური დაჯგუფების დაიჭირა, უძველესი ეგვიპტის მნიშვნელოვანი არტეფაქტების კოლექცია თავის სამშობლოში დაბრუნდა. არტეფაქტებს შორის იყო ბავშვის სარკოფაგი, უძველესი ფიგურები და ქვის ორნამეტინებული ფილა უძველესი ეგვიპტური ტაძრიდან. ეს ყველაფერი 2009 წელს ბრუკლინში მდებარე ავტოფარეხში იპოვეს. დაბრუნებული სიძველეებიდან ყველაზე განსაკუთრებული  2800 წლის წინანდელი მუმიის ხელი იყო, რომელიც ჰოლივუდის ფილმებისთვის იყო განკუთვნილი და შეფასებული იყო სასაცილო ფასად - სულ რაღაც $66.

ABC News-ი იტყობინება რომ ყველა მოპარული სიძველე ეგვიპტეს დაუბრუნდა, რაც ვაშინგტონში ეგვიპტის საელჩომ დაადასტურა. გამოძიების კოდური სახელი იყო „ოპერაცია მუმიის წყევლა“ ნიუ-ორკში და „ოპერაცია მუმიის ხელი“ ლოს-ანჟელოსში.

აშშ-ს იმიგრაციის და კულტურული თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორმა სარა სალდანმა ამაყად განაცხადა, „ჩვენ ამოვიცნეთ კულტურული სიძველე, ხელოვნება და მნიშვნელობა, რომელიც საცოდავ ფასად იყო შეფასებული ბაზარზე. თუმცა ეგვიპტელებისთვის ისინი შეუფასებელია მათი სიმბოლური მნიშვნელობის გამო“.

ჰოლივუდის „საკუთრება“ არტეფაქტებს შორის

ბავშვის სარკოფაგს, უძველეს ფიგურებსა და ტაძრის ორნამენტს შორის იყო მუმიფიცირებული ხელი, რომელიც ეგვიპტიდან ამერიკაში უკანონოთ მოვაჭრეებმა ჩაიტანეს. გაშავებული, ტილოში გახვეული ხელი ჰოლივუდში 2013 წელს ლოს-ანჟელესის საერთაშორისო აეროპორტის გავლით მოხვდა. Live Scivence იტყობინება რომ ის რეგისტრირებული იყო, როგორც ფილმისთვის დეკორაციის ნაწილი, რომლის ფასი სულ რაღაც $66 იყო. მაგრამ ნივთი გაყიდვამდე აღმოაჩინეს, რამაც „ოპერაცია მუმიის ხელის“ დაწყება განაპირობა.

არქეოლოგი ფრედერიკ ჰეიბერტმი შოკირებული იყო ნაპოვნით და საელჩოში მიმდინარე  შეხვედრაზე განაცხადა:  „გასაოცარია თუ რას ყიდულობენ და გადააქვთ საზღვრზე.“ მუმიის ხელი იმდენად კარგადაა შემონახული, რომ ტილოს მიღმა ფრჩხილებსაც კი შეამჩნევ.

წარმატებული ოპერაცია

ABC-ს მიხედვით „ოპერაცია მუმიის წყევლა“ 2009 წელს შესრულდა, რის შემდეგ წამოვიდა მოთხოვნების ტალღა, რათა არტეფაქტები სამშობლოში დაბრუნებულიყო. ოპერაციის მეშვეობით საბოლოოდ სულ წარმატებით 7 000-მდე არტეფაქტი მოგროვდა არა მარტო ეგვიპტიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანც. აღმოჩენილ სიძველეებში შედის არტეფაქტები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა საბერძნეთი, ერაყი და ინდოეთი, რომელიც ასევე თავიანთ სამშობლოებს დაუბრუნდებიან.

გამოძიების შედეგად ორ ადამიანს მიესაჯა პატიმრობა. სავარაუდოდ ძიება კიდევ გაგრძელდება.