მნიშვნელოვანი სიახლეები
ოქროს ჯოხი: კუსკოს საღვთო წარმომავლობის მითი

ოქროს ჯოხი: კუსკოს საღვთო წარმომავლობის მითი

კეჩუას უძველეს ენაზე ინკას იმპერიას ტაუანტინსუიუ ერქვა, რომელიც სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ყველაზე დიდი იმპერია იყო. ბევრად დიდი, ვიდრე აცტეკთა და მაიას იმპერია. ძვ.წ.ა. 1532 წელს ინკას მეფეები მართავდნენ ტერიტორიას, რომელზედ დღევანდელი კოლუმბია, ეკვადორი, პერუ, ბოლივეს, ჩილე და არგენტინა არსებობს. ეს იყო მრავალი განსხვავებული ხალხებისგან შემდგარი იმპერია. მათ შორის კეჩუას ხალხი ყველაზე გამორჩეული იყვნენ თავიანთი მითოლოგიური ტრადიციების გამო. ყველაზე გასაოცარი ისტორია არის მითი კუსკოს დაარსებაზე, რომელიც გასაოცარი პირამიდებით დიდი იმპერიის დედაქალაქი იყო.

კუსკოს დაარსება

კეროსები იყვნენ ინკას ქურუმების კასტის შთამომავლები და გავრცელდნენ პერუს შიდა მხარეებში, რათა ესპანელი დამპყრობლებისგან თავი დაეცვათ. მათ შეძლეს უძველესი ინკების დოკუმენტების დიდი რაოდენობის გადარჩენა. რამაც შემოინახა ცნობები ამ ხალხის მითებზე.

მითი ქალაქ კუსკოს დაარსებაზე შემორჩა პერუველი მწერლის გარსილასო დე ლა  ვეგას მეშვეობით. ესპანელებმა მას მეტსახელად „ელ ინკა“ შეარქვეს თავისი შესახედაობის გამო. ის მამით ესპანელი იყო, დედა კი ინკების სამეფო ოჯახიდან გახლდათ.

„პერუს ზოგადი ისტორია“ არის მისი სახლეგანთქმული წიგნის სათაური, რომელიც 1617 წელს ესპანეთში დაწერა. 1609 წელს კი თავისი მეორე სახელგანთქმული წიგნი „სამეფო კომენტარი ინკებზე“ დაბეჭდა, ეს ნოველა კუსკოში ცხოვრების ისტორიებზე იყო დაფუძვნებული, რომელიც მან ინკას იმპერიის დედაქალაქში ყოფნისას მოისმინა.

ისტორია მოგვითხრობს დიდ გმირ მანკო კაპაკზე, მზის ღმერთ ინტის ვაჟზე.  რადგან ინკას ხალხი იღუპებოდა, მისმა მამამ იმპერიისთვის ახალი დედაქალაქის აშენება უბრძანა.

„ტიტიტაკას ტბასთან ხალხი ველურებივით ცხოვრობდნენ, რადგან არ ჰყავდათ რელიგიური ლიდერი, რომელიც გააერთიანებდა მათ. ასევე არ ჰქონდათ არანაირი სამიწათმოქმედო ხელსაწყოები და ცოდნა ქსოვილის დასამზადებლად. ამის გამო ისინი შიშვლად დადიოდნენ, გამოქვაბულში ცხოვრობდნენ, ჭამდნენ ველურ ცხოველსა და ხილს, რომელსაც ახლო-მახლო შეაგროვებდნენ. მზის ღმერთი შეწუხდა ამ ხალხის შემხედვარე და გადაწყვიტა ისინი თავის ვაჟთან მიეყვანა, მანკო კაპაკთან და მის ცოლ მამა ოკლოსთან. მანკო კაპაკმა კაცებს ასწავლა საზოგადოებაში ცხოვრების წესები და თუ როგორ ეცათ თაყვანი მზის ღმერთისთვის. მამა ოკლო კი ქალებს ქსოვილის დართვასა და სახლის მოვლა ასწავლიდა. მათმა მამამ, მზის ღმერთმა უთხრა შვილებს ნაყოფიერი მიწა მოეძებნათ იმპერიის დასაარსებლად. ეს მიწა იყო ტიტიტაკას მიდამო, სადაც ქალაქი მდებარეობდა. ღმერთმა ასევე მანკო კაპაკს ოქროს ჯოხი მისცა, რომელიც თუ დაეშვებოდა, მიანიშნებდა, რომ რჩეულ მიწაზე იყვნენ. როცა ისინი მიადგნენ საჭირო ადგილს, ადგილობრივ ხალხს მზის ღმერთის შვილების მიერ განსწავლულები ღმერთები ეგონენ, რადგან მათ ტანსაცმელი და ძვირფასეულობა ჰქონდათ. ინკებმა თავიანთი დედაქალაქი დაარსეს და შემდგომ დიდი იმპერია შექმნეს.“