მნიშვნელოვანი სიახლეები
პილიგრიმის ჩონჩხი კეთრის ისტორიას ნათელს მოჰფენს

პილიგრიმის ჩონჩხი კეთრის ისტორიას ნათელს მოჰფენს

მეცნიერებმა ინგლისში საავადმყოფოს ძველ სასაფლაოზე შუა საუკუნეების კეთროვანის ჩონჩხს მიაკვლიეს. ძვლები მეცნიერებს ამ დაავადების ისტორიაზე გარკვეულ ინფორმაციას მიაწვდის.

კეთრს ბაქტერია Mycobacterium leprae-ს მოქმედებას იწვევს და უკვე ათასობით წელია რაც ცნობილია: ეს დაავადება ძველ ჩინეთში, ინდოეთსა და ეგვიპტეში იყო ცნობილი. მსოფლიოს ზოგ რაიონში იგი დღესაც გვხვდება.

 რადიონახშირბადული ანალიზით დადგინდა ჩონჩხის ასაკი. იგი XI საუკუნის  დასასრულით და XII საუკუნის დასაწყისთ თარიღდება. ჩონჩხი  ვინჩესტერში,  ბრიტანეთის ერთ-ერთი უძველესი საავადმყოფოს ადგილას აღმოაჩინეს.

 მეცნიერთა აზრით იგი პილიგრიმი უნდა ყოფილიყო. მის საფლავში ისეთი ნიჟარა აღმოჩნდა, რომელსაც ესპანეთში ქალაქ სანტიაგო-დე-კომპოსტელაში წმინდა იაკობის საფლავის მომლოცველები ატარებდნენ.

 „XI – XIV საუკუნეებში კეთრი მთელს ევროპაში ძლიერ გავრცელებული იყო. ამას იმ პერიოდში ლეპროზორიუმების - კეთრით დაავადებულთათვის განკუთვნილი საავადმყოფოების სიმრავლე ადასტურებს. რატომ გავრცელდა ეს დაავადება სწორედ ამ პერიოდში?“ - კითხულობს დოქტორი სიმონ როფფი.

სავარაუდოთ შუა საუკუნეებში კეთრის ძლიერი გავრცელება სწორედ პილიგრიმთა დიდმა რიცხვმა გამოიწვია, რომლებიც დაავადების გადატანას უწყობდნენ ხელს.

 მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გარდაცვლილ მამაკაცს კეთრის ის სახეობა სჭირდა, რომელიც ახლა შუა და დასავლეთ აზიაში გვხვდება. ჯერჯერობით გაურკვეველია თუ სად შეეყარა მას ეს დაავადება.

კვლევებმა აჩვენა, რომ შუა საუკუნეების დაავადების გამომწვევი ბაქტერიის  გენომი დიდად არ შეცვლილა. ალბათ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ჩვენს დროში ეს დაავადება საკმაოდ იშვიათია. როგორც ჩანს მოსახლეობას ინფექციის მიმართ მდგრადობა გამოუმუშავდა.