მნიშვნელოვანი სიახლეები
პირველყოფილი ადამიანი გაცილებით ახალგაზრდა აღმოჩნდა

პირველყოფილი ადამიანი გაცილებით ახალგაზრდა აღმოჩნდა

პირველყოფილი ადამიანი, რომელიც მეცნიერთა ვარაუდით დედამიწაზე  სამი მილიონი წლის წინათ ბინადრობდა, სინამდვილეში გაცილებით ახალგაზრდა აღმოჩნდა.

სამხრეთ აფრიკის ვიტცის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სამხრეთ აფრიკის გამოქვაბულთა სისტემაში ლი ბერგერის ხელმძღვანელობით აღმოჩენილი Homo naledi-ს სახეობის 15 ჩონჩხი შეისწავლეს.

Homo naledi ეს ჰომინიდების ტრიბის ნამარხი ადამიანის სახეობაა. პირველად მისი ნაშთები 2013 წელს აღმოაჩინეს. სესოტოს ენაზე naledi „ვარსკვლავს“ ნიშნავს. მათ ადამიანთა სახეობის პირველ წარმომადგენლებს მიაკუთვნებენ.

მიუხედავად იმისა, რომ მათი ანატომია  თანამედროვე ადამიანისას ძლიერ ჩამოჰგავს, ცალკეული ნიშნებით Homo naledi უფრო გვიან ეპოქაში მცხოვრებ ადამიანებს მიეკუთვნება - როგორც თვლიან 2 მილიონი და მეტი ხნის წინათ.

 ადრე თვლიდნენ, რომ Homo naledi  პლანეტის ამ რაიონში სამი მილიონი წლის წინათ ბინადრობდა, მაგრამ  მათი ნაშთების ხელახალი შესწავლისას მეცნიერებმა მათი ასაკი 200-300 ათას წლამდე დაიყვანეს.

 „ისინი გამოიყურებიან, როგორც პირველყოფილი ადამიანები - Homo. ჰგვანან ადრეულ Homo erectus ანდა Homo habilis", - ამბობს ვისკონსინის უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ ჰოკსი. მაგრამ ასაკის შესახებ ახალი მონაცემები Homo naledi-ს Homo sapiens-ის გვერდით აყენებს.

„ისინი ასაკით ევროპელი ნეანდერტალელების და აზიის დენისოვის თანამედროვენი არიან. ისინი ადამიანთა სახესხვაობის ნაწილნი არიან. იმათი, რომელთაგანაც ჩვენ წამოვედით“, - ამბობს ჰოკსი.

 მკვლევარები უკვე შეეცადნენ  ნაშთებიდან დნმ-ის მოლეკულები აეღოთ, რათა Homo naledi-ს შესახებ უფრო მეტი მონაცემები მიეღოთ და ადამიანის ევოლუციის გზაზე მათი ადგილი ზუსტად გაერკვიათ. ეს მცდელობები ჯერჯერობით უშედეგო აღმოჩნდა.