მნიშვნელოვანი სიახლეები
პლანეტაზე მეტალურგიის უძველესი კვალი პაკისტანში აღმოაჩინეს

პლანეტაზე მეტალურგიის უძველესი კვალი პაკისტანში აღმოაჩინეს

ძველმა ადამიანებმა ლითონების გამოყენება დაახლოებით 6 ათასი წლის წინ დაიწყეს. ამას პაკისტანში არქეოლოგთა ბოლო დროინდელი აღმოჩენები ადასტურებენ.

აქ ლითონის უნიკალური ამულეტი აღმოაჩინეს, რომლის ექსპერტიზისას არქეოლოგები დამეტალურგები გაოცებულები დარჩნენ. როგორც აღმოჩნდა ზოგიერთი რთული მეტალურგიული ტექნიკა, ისეთი როგორიცაა სხმულის ფორმირება, გაცილებით ადრე გაჩნდა, ვიდრე მეცნიერებს აქამდე ეგონათ.

„ლითონის ნივთები იშვიათი არაა, მაგრამ როცა საუბარი ეხება უძველეს არტეფაქტებს, მაშინ როგორც წესი მარტივ ნაკეთობებზეა ლაპარაკი. პაკისტანში აღმოჩენილი ამულეტი, არანაირად არაა პრიმიტიული“, - ამბობს ფრანგი მეცნიერი, ჟიფ-სიურ-ივეტეს ვერსალის უნივერსიტეტის თანამშრომელი  მატიუ ტური.

მისი სიტყვებით ჯერ კიდევ 1974 წელს პაკისტანში აღმოჩენილი სპილენძის ამულეტი მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ამულეტისკვლევისას მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მისი ჩამოსხმისას დნობად მოდელებს იყენებდნენ - ეს იმ პერიოდისათვის პროგრესულ მეთოდათ ითვლებოდა.