მნიშვნელოვანი სიახლეები
პომპეიში სასმელ წყალთან ერთად შხამსაც სვამდნენ

პომპეიში სასმელ წყალთან ერთად შხამსაც სვამდნენ

უძველესი რომაელები ცნობილი იყვნენ  სასმელი წყლის მომარაგების მაღალგანვითარებულისისტემით. მაგრამ სასმელი წყალი მილებში სავარაუდოდ მოწამლული იყო და იწვევდა ისეთ პრობლემებს, როგორიცაა გულისრევა, დიარეა და დაზიანებას ღვიძლსა და თირკმელში. ეს აღმოაჩინეს პომპეის წყლის მილების ანალიზისას.

„შხამის კონცენტრაცია ძალიან მაღალი იყო და დანამდვილებით პრობლემატური უძველესი რომაული საზოგადოებისთვის. მათი სასმელი წყალი საშიში იყო ჯანმრთელობისთვის.“ ეს ინფორმაცია გამოაქვეყნა სამხრეთ დანიის უნივერსიტეტის არქეოლოგიური ქიმიის სპეციალისტმა კაარე ლანდ რასმუსენმა. მან პომპეიში ნაპოვნ მილებს ანალიზი ჩაუტარა და რეზულტატმა ის და მისი კოლეგები გააოგნა. მილებში მაღალი რაოდენობის ტოქსიკური ქიმიური ელემენტი სტიბიუმი  იყო.

რომაელები თავიანთ თავს იწამლავდნენ

მრავალი წლის მანძილზე ითვლებოდა, რომ რომაელების წყლის მილები ზოგადად კარგი არ  იყო, მაგრამ მხოლოდ ზოგადად. მათი მილები ტყვიისგან იყო დამზადებლი: მძიმე ლითონი რომელიც სხეულში რჩება და ზიანს აყენებს ნერვიულ სისტემასა და შინაგან ორგანოებს. ტყვია ასევე საშიშია ბავშვებისთვის. ამგვარად აზრი იმის შესახებ, რომ რომაული წყლის სისტემა შესაძლოა საზიანო ყოფილიყო ჯანმრთელობისთვის, მეცნიერებს ადრეც ჰქონდათ.

„თუმცა ეს აზრი არასდროს არ იყო მტკიცედ აღიარებული. ტყვიის მილები კალცით მალე იფარება, ამიტომ ეს შეასუსტებდა ტყვიის მოხვედრას წყალში. ამრიგად ხალხი მხოლოდ ახლად გაყვანილი მილებიდან მოიწამლებოდნენ, ისიც მოკლე პერიოდით: თუ რა თქმა უნდა წყალში იყო კირის გარკვეული რაოდენობა,“ ამბობს კაარე ლანდ რასმუსენი.

ტყვიისგან განსხვავებით სტიბიუმი საშიში და ტოქსიკურია. ერთი სიტყვით ის მალე ახდენს გავლენას ორგანიზმზე. პირველი რეაქცია შეიძლება იყოს გულისრევა და დიარეა, რამაც შესაძლოა გაუწყლოება გამოიწვიოს. სხვა შემთხვევაში მან შეიძლება გავლენა იქონიოს ღვიძლსა და თირკმელზე. ყველაზე ცუდ შემთხვევაში ის იწვევს გულის გაჩერებას.

ჯერ-ჯერობით სტიბიუმის ასეთი საშიში კონცენტრაცია მხოლოდ პომპეის მილების შესწავლისას აღმოაჩინეს.

ვულკანმა ყველაფერი უფრო გაართულა

კაარე ლანდ რასმუსენი აღნიშნავს, რომ მან მხოლოდ პომპეის წყლის მილების პატარა ფრანგმენტები შეისწავლა. დრო დასჭირდებათ, რათა გაარკვიონ ქალაქის რომელი მიდამო იწამლებოდა ასე და რამდენად.

თუმცა, ასევე გასათვალისწინებელია, რომ სტიბიუმი მხოლოდ პომპეის წყლის მილებშია ნაპოვნი. ქალაქი, რომელიც ვულკან ვეზუმთან მდებარეობს. სტიბიუმი ხშირად ბუნებრივად გროვდება ვულკანური მიწისქვეშა წლებს შორის. ასე რომ შესაძლოა ეს მხოლოდ პომპეის წყლების პრობლემა ყოფილიყო და სხვა რომაულ ქალაქებში სულ სხვა სიტუაცია ყოფილიყო.