მნიშვნელოვანი სიახლეები
ქალაქ ვანში გათხრებმა ურარტუს სოციალურ ცხოვრებას ნათელი მოჰფინა

ქალაქ ვანში გათხრებმა ურარტუს სოციალურ ცხოვრებას ნათელი მოჰფინა

არქეოლოგები შისწავლიან  იმ რაიონს, სადაც საზოგადოების ელიტის მსახურნი ცხოვრობდნენ

ვანის ციხის (თურქეთი) ჩრდილოეთ მხარეს განლაგებული ბორცვის გათხრისას, იპოვნეს ობიექტები, რომლებიც ძველი სახელმწიფოს, ურარტუს  მცხოვრებტა სოციალურ და კულტურულ ცხოვრებას ნათელს მოჰფენენ.

კვლევა მიმდინარეობს ერკან კონიარის, სტამბულის უნივერსიტეტთან არსებული ვანის რეგიონის არქეოლოგიის და ისტორიის ცენტრის დოცენტის ხელმძღვანელობით.

 გატხრები უკვე ხუთი წელია მიმდინარეობს. აღმოჩენილი იქნა სხვადასხვა ეპოქის ნივთები: 3 ათასი წლის ეტლების მოდელები, XV და XVI საუკუნის ჭურჭლები, გდასატანი კერია, რომელსაც 5 ათასი წლის წინ ხმარობდნენ და 2,7 ათასი წლის სამკაულები. ამ წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩენები იყო, ბრინჯაოს ფიბულები, თიხის დაფა და მოქალაქეთა სახლები.

გათხრილ სახლებში დაფიქსირდა ღუმელები და პროდუქტების ნარჩენები. არქეოლოგთა აზრით, შენობები კულტურათა მემკვიდრეობითობას აჩვენებდნენ. ასეთივე ღუმელები და სარდაფები დღესაც აქვთ ვანის რეგიონის მოსახლეობას. სახლები რაღაც ერტიანიგეგმიტ არაა ნაგები. ისინი ააშენეს მათში მცხოვრები ადამიანების მოთხოვნილების გათვალისწინებით.

undefined

გათხრილი სახლების არქიტექტურა მიუთითებს იმაზე, რომ მათი მაცხოვრებლები ციტადელში მცხოვრები სამეფო კარის მოთხოვნათა დაკმაყოფილებით იყვნენ დაკავებულნი.

ამაზე მიუტითებს თიხის ფირფიტა სადაც ვაჭრობაზეა ლაპარაკი. მასში მოთხრობილია პროდუქტებზე, რომლებიც დასახლებიდან იგზავნებოდა. სახლი სადაც იგი აღმოაჩინეს ეტყობა მოხელეს საკუთრება იყო.

ერკან კონიარი განმარტავს, რომ ადრე გათხრები ძირითადათ ციხე–სიმაგრის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა და შედეგიც მეფის და მისი გარემოცვის ცხოვრებას აღწერდნენ. ქალაქის სხვა მაცხოვრებლებზე კი ცოტა რამ იყო ცნობილი. სწორედ ამიტომ ციხის გარეთ წარმოებულ გათხრებს ესოდენ დიდი მნიშვნელობა აქვთ.

ურარტუ– სახელმწიფო წინა აზიაში ჩვენს წელთ აღრიცხვამდე IX–VI საუკუნეებში. თავისი აღზევების ხანაში იგი მტელ სომხეთის მთიანეთს მოიცავდა. ბანი კი მისი დედაქალაქი იყო.