მნიშვნელოვანი სიახლეები
ქასრ ალ-ფარიდი, ნაბატეველთა მარტოსული ციხე-სიმაგრე

ქასრ ალ-ფარიდი, ნაბატეველთა მარტოსული ციხე-სიმაგრე

ნაბატეველთა სამეფო სამხრეთ ლევანტიდან ჩრდილო არაბეთამდე ვრცელდებოდა, რაც საშუალებას აძლევდა მთელ არაბეთის ნახევარკუნძულზე გაევრცელებინა თავისი ძალაუფლება. ვაჭრობის მეშვეობით ნაბატეველთა სამეფო გაძლიერდა და გამდიდრდა. სიმდიდრის ერთ-ერთი გამოვლინება იყო მშვენიერი ნაგებობები, რომლებიც მათ შემდეგ დარჩა. ყველაზე ცნობილი არის პეტრა, რომელიც თანამედროვე იორდანიიის ტერიტორიაზე მდებარეობს. ამის გარდა მათ სხვა მრავალი, კლდეში ნაკვეთი ნაგებობები აქვთ, რომელიც მათ ქვისმთლელთა ოსტატობას წარმოაჩენს. ამის მაგალითი ქასრ ალ-ფარიდის ციხეა.

ქასრ ალ-ფარიდი (რაც ნიშნავს „მარტოსული ციხე“) მდებარეობს მადაინ სალიჰის არქეოლოგიურ ტერიტორიაზე, საუდი არაბეთის ტერიტორიაზე. მართალია მას ციხე ეწოდება, მაგრამ ის სინამდვილეში ახ.წ.ა. პირველ საუკუნეში აშენებული სამარხია. ქასრ ალ-ფარიდი 111 მონუმენტალური სამარხიდან ერთ-ერთია, რომელიც იუნესკოს მსოფლიო საგანძურის სიაში 2008 წლიდან შეიტანეს. ამ სამარხებიდან 94 ორნამენტებით არის მორთული. ქასრ ალ-ფარიდი მათ შორის ყველზე სახელგანთქმულია და სხვებისგან განცალკებებით მდებარეობს.

ამოუცნობი ნაბატეველები მომთაბარე ტომი იყო, რომლებმაც 2500 წლის წინ  დასახლებების შენება დაიწყეს და დიდი ქალაქები დაარსეს. გარდა თავიანთი სამიწათმოქმედო საქმიანობისა, მათ განავითარეს პოლიტიკური სისტემა, ხელოვნება, ინჟინერია, ქვისმთლელობა, ასტრონომია და გასაოცარი ჰიდრავლიკური სისტემები, ჭები, აკვედუკები და ავზები შექმნეს,.

ყველასდა გასაოცარად ქასრ ალ-ფარიდი არასდროს დაუმთავრებიათ მშნებლებს სრულად. სამწუხაროდ გაურკვეველია თუ ვისთვის შენდებოდა სამარხი. არც არასდროს გვეცოდინება თუ როგორის შენება იყო გამიზნული. თუმცა, ქასრ ალ-ფარიდის დაუსრულებლობა მრავალ კითხვაზე იძლევა პასუხს. მისი კვეთა იწყებოდა კლდის ქვედა ნაწილიდან.  ეს საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ კლდეში ნაკვეთი სხვა  ნაგებობებით ამგვარად აშენდა.

ახ.წ.ა. მე-3 საუკუნეში რომაულ იმპერიაში ეკონომიური და პოლიტიკური კრიზისის გამო სავაჭრო გზების მნიშვნელობა დაეცა. მრავალი ქალაქი ამ სავაჭრო გზებზე ხალხისგან დაიცალა, თუმცა მრავალი ნაგებობა დარჩა იმის მოწმედ თუ როგორი დიდი ცივილიზაცია ჰყვაოდა ერთ დროს ამ ტერიტორიაზე.