მნიშვნელოვანი სიახლეები
ქვიშის ქარიშალისას აღმოჩენილი ნანგრევები სავარაუდოდ უძველეს ქალაქს ეკუთვნის

ქვიშის ქარიშალისას აღმოჩენილი ნანგრევები სავარაუდოდ უძველეს ქალაქს ეკუთვნის

ირანში ახალახს ქვიშის ქარიშხლების შედეგად იპოვეს ნაგებობების ნანგრევების მთელი სერია, რომელიც შესაძლოა უძველესი ქალაქის ან ნეკროპოლისის ნაწილი იყოს. საწყისი ანალიზების მიხედვით ის უნდა თარიღდებოდეს ადრეული ისლამური პერიოდით (ახ.წ.ა. 661-1508 წლები), მაგრამ შეიძლება უფრო ძველიც აღმოჩნდეს. ირანული სახელმწიფო სამმართველოს ცნობით ტერიტორიას სამხედრო ჯგუფი იცავს, რათა უკანონო გათხრები არ მოხვდეს.

„არქეოლოგების ჯგუფი უკვე გაემგზავრა ფაჰრაჯში, რათა დაადგინონ იყო თუ არა ეს ტერიტორია უძველესი სასაფლაო თუ საცხოვრებელი ადგილი,“ თქვა მუჰამედ ვაფაეიმ კულტურული ძეგლების შესწავლის და ტურიზმის ორგანიზაციიდან გაზეთ Tehran Times-ში.

არქეოლოგებს უძველესი არტეფაქტებისა და აღმოჩენილი ნანგრევების შესწავლა მოუწევთ, რათა დადგინონ რისთვის გამოიყენებოდა ეს შენობების კომპლექსი. შესასწავლი ტერიტორია 5000 კვადრატული მეტრის ფართობს მოიცავს.

მკვლევართა ჯგუფი ჯერ არ იძლევა საბოლოო პასუხს აღმონაჩენის დათარიღებასთან დაკავშირებით.

ქვიშის ქარიშხალი დაიწყო მარტის ბოლოსთვის და მის შედეგად გამოჩნდა უძველესი ნანგრევები, თიხის აგურები და კერამიკის ჭურჭლის ნატეხები.

ბატონი ვაფაეი ამბობს, „ჯერ დაზუსტებით არავის შეუძლია თქვას თუ რამდენად მნიშვნელოვანი ისტორიული ღირებულებისაა ეს მიდამო, რადგან აღმოჩენილი არტეფაქტები აქ ქარიშხლებისა და წყალდიდობების შემდგომ იპოვეს და შეიძლება ზოგი უბრალოდ სტიქიას მოეტანა სხვა რეგიონიდან.“

სახალმწიფო მოხელეთა ცნობით ისინი ახალ ინფორმაციას გაავრცელებენ, როგორც კი მას კვლევების შედეგად მიიღებენ.

კულტურული ძეგლთა შემსწავლელი და ტურისტული ინსტიტუტი იმედოვნებს, რომ მიდამო ნაციონალურ ძეგლთა სიაში შევა როგორც კი მის ასაკს საბოლოოდ დაადგენენ.