მნიშვნელოვანი სიახლეები
რამზეს II დაკარგული ტაძარი რომელიც მეფის ცხოვრებაზე გვიყვება (+ვიდეო)

რამზეს II დაკარგული ტაძარი რომელიც მეფის ცხოვრებაზე გვიყვება (+ვიდეო)

არქეოლოგებმა ეგვიპტეში რამზეს II დაკარგული ტაძარი აღმოაჩინეს. 3200 წლის წინანდელ ნანგრევებს შორის უძველესი ეგვიპტური მზის ღმერთის თაყვანისცემის მიმანიშნებელი არტეფაქტები იპოვეს - რაც გვიყვება, თუ რისი სწამდა მის ამშენებლებს.

ტაძარი აბუსირ ნეკროპოლისში, გიზას მიდამოებში იპოვეს. მისი ზომებია დაახლოებით 34 მეტრი სიგანეში და 52 მეტრი სიგრძეში. ესაა რამზეს II-ის ხანგრძლივი 67 წლიანი მმართველობის ბოლო პერიოდის კოლოსალური ნაგებობა.

ეგვიპტის უძველეს მმართველს 100-ზე მეტი შვილი ჰყავდა, სანამ ძვ.წ.ა. 1213 წელს გარდაიცვლებოდა. მან ფანაონთა შორის ყველაზე დიდხანს იმეფა.

რამზესი - მე-19 დინასტიის მესამე მეფე ცნობილია არა მარტო იმით, რომ ურიცხვი შვილი ჰყავდა, არამედ იმითაც, რომ მის მეფობაში დიდი რაოდენობით მშენებლობა მიმდინარეობდა.

არქეოლოგებმა ამ ახალი გათხრებით დაადგინეს, რომ რამზეს მეორე მზის ღმერთ „რა“-ს განსაკუთრებით ეთაყვანებოდა. „რა“ უძველეს ეგვიპტეში ხშირად ღმერთების მეფედ და სამყაროს შემქმნელად მიიჩნეოდა.

„ეს გათხრები ახალ ინფორმაციას იძლევა მემფისის რელიგიურ შეხედულებებზე, რომელიც გავრცელებული იყო მისი მეფობისას“ -  ამბობს პროფესორი მირსოლავე ბარტა.

არქეოლოგები მიიჩნევენ, რომ ტაძრის კომპლექსი ძვ.წ.ა. 1213 და 1279 წლებს შორის აშენდა.