მნიშვნელოვანი სიახლეები
რამზეს II-ის გასაოცარი ტაძარი (+ვიდეო)

რამზეს II-ის გასაოცარი ტაძარი (+ვიდეო)

რამზეს II-ის დასაკრძალავი ტაძარი თებეს ნეკროპოლისებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარია. ის ჟან-ფრანცისკო შამპოლეონმა აღმოაჩინა, ადამიანმა, რომელმაც შემდგომ ეგვიპტური დამწერლობა გაშიფრა. როცა ის ტაძარში შევიდა, მან ამოიკითხა სახელი რამზესი, რომლის მეფობის დროსაც აშენდა კიდეც.

გასაოცარი ტაძრის გათხრა

რამზეს II ეგვიპტის ყველაზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში მცხოვრები მეფე იყო. მისი მეფობისას ეგვიპტეში ახალი ტაძრები, შენობები და ქალაქები აშენდა. რამზესის ტაძარი ერთგვარი პატარა მარწყვის თავი იყო დიდ ტორტზე.

ტაძარი პირველად შეამჩნიეს 1798 წელს, როცა ნაპოლეონ ბონაპარტის მკვლევარებმა თებეს ნეკროპოლის ჩაუარეს. თუმცა, მათ ქალაქის სახელის გარჩევა არ შეეძლოთ. მათ მიიჩნიეს, რომ რამზესის ტაძარი იყო „მემნონის სასახლე“, რომელიც დიოდორუს სიცილიელთან ძვ.წ.ა. 1 საუკუნეში იხსენიება.

მე-19 საუკუნის მეორე ათწლეულში იტალიელი ავანტიურისტი ჯიოვანი ბატისტა ბელზონი ეწვია რამზესის ტაძარს. მან პატარა არტეფაქტები შეაგროვა მიდამოდან რამზეს მეორის მონუმენტური ქანდაკების თავთან ერთად - რომელიც „ახალგაზრდა მემნონი“ ეგონათ. ეს არტეფაქტები ბრიტანეთის მუზეუმის ნაწილები გახდნენ.

მრავალი არქეოლოგი ეწვია ამ მიდამოს წლების განმავლობაში, მაგრამ 1991 წელს ფრანგ-ეგვიპტელთა გუნდმა შეისწავლა ტაძარი და მას თავისი დიდება დაუბრუნეს. გათხრებისას მათ ასევე იპოვეს სკოლის მიდამო, სადაც ბიჭები წერას სწავლობდნენ, რათა მწიგნობრები გამხდარიყვნენ. ერთ-ერთმა მკვლევარმა ამ მიდამოში სამედიცინო პაპირუსი იპოვა.

განსაკუთრებული სამედიცინო პაპირუსი

გარდა მომუმენტური ქანდაკებებისა და არტეფაქტბისა, ყველაზე მნიშვნელოვანი საგანძური აღმონაჩენში იყო - პაპირუსი.

სხვა ეგვიპტური სამედიცინო პაპირუსების მსგავსად ტექსტში მოთხრობილია დაავადებებზე, ანატომიაზე და სავარაუდო სამკურნალო საშაულებებზე. პაპირუსში შედის ინფორმაცია ბავშვებს შორის გავრცელებულ დაავადებებზე, ოფტალმოლოგიურ პრობლემებზე, კუნთებზე და გინეკოლოგიაზე. მანუსკრიპტი დანომრილი იყო სამიდან ხუთ ნაწილამდე. ტექსტი ვერტიკალურ სვეტებად იყო დაწერილი, რაც ტიპიურია მსგავსი პაპირუსებისთვის.

პაპირუს ნომრად სამში აღწერილია ვულკანური ამოფრქვევა, რომელიც სავარაუდოდ სანტორინიში მოხვდა. ეს ხსნის თუ რატომაა გამახვილებული ყურადღება დაწვისგან მიღებულ დაავადებებზე.

პაპირუსი ნომერი ოთხი აღწერს გენეკოლოგიურ საკითხებს. ტექსტი საუბრობს იმ პრობლემებზე, რაც მშობიარობას, ახალშობილ ბავშვს ეხება და კონტრაცეფციის მეთოდებს სთავაზობს მკითხველს. ასევე რჩევებს იძლევა თუ როგორ იწინასწარმეტყველო ბავშვის სქესი დაბადებამდე. ბოლო მეხუთე პაპირუსში ახსნილია თუ როგორ უნდა დავასვენოთ კუნთები. 

ძლევამოსილი მეფის ტაძარი

ტაძარი მეფე რამზეს II-ის სადიდებლადაა აშენებული. ის დაახლოებით 90 წლის გარდაიცვალა, ამგვარად მისი მიღწევების ჩამონათვალი გრძელია. ტაძრის დეკორაციები ძირითადად მის სამხედრო წარმატებებს ეხება. ის წარმოდგენილია, როგორც ძლევამოსილი და მამაცი მმართველი, რომლის სიძლიერე ღმერთებს უთანაბრდება.

ამასთან ერთად ტაძარში რამზესი გამოსახულია ღმერთ მინთან ერთად. ტაძარში გვხდება რამზეს მეორის გამოხულება მინის დღესასწაულისას. ის გამოსახულია ღმერთ ამონის და მისი ცოლი მუტის გვერდით. ტაძრის დანარჩენი ნაწილი ეძღვნება ამონს, რომელიც ფარაონის მფარველად ითვლებოდა.

რამზეს II-სთან ერთად დამთავრდა ეგვიპტის ისტორიაში ოქროს პერიოდი. მისი აშენებული ტაძრები დღემდე დგანან ამის მოსაგონად.