მნიშვნელოვანი სიახლეები
როგორ გამოიყურებოდა 3500 წლის წინათ ეგვიპტელი დიდებული?

როგორ გამოიყურებოდა 3500 წლის წინათ ეგვიპტელი დიდებული?

3500 წლის წინანდელ ეგვიპტელ დიდებულს დიდი ცხვირი, ფართო ყბები, მსუქანი ტუჩები და სწორი წარბები ჰქონდა. იგი 45-60 წლის ასაკში გულის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა. მას სახელად Nebiriერქვა.

 იტალიის ტურინის უნივერსიტეტის მკვლევარებმა სახის რეკოსნტრუქციის რამდენიმე მეთოდი გამოიყენეს. იმისათვის, რომ ეგვიპტელის სახე „აღედგინათ“ მათ კომპიუტერული მოდელირების და ანთროპოლოგიური კვლევის მეთოდები გააერთიანეს. შემდეგ სპეციალური პროგრამით მკვლევარებმა გამოსახულების ფორმირება მოახდინეს.

 პალეონტოლოგთა ვარაუდით Nebiri ძველეგვიპტურ ელიტას მიეკუთვნებოდა. იგი მე-18 დინასტიის ფარაონ თუთმოს III-ს დროს სამეფო ცხენებს უვლიდა. Nebiri -ს მუმია მეფეთა ველზე 1904 წელს აღმოაჩინეს. მაგრამ საფლავი გაძარცვული აღმოჩნდა და მკვლევარებმა მხოლოდ თავს და რამდენიმე ორგანოს მიაკვლიეს.

პარიზის უნივერსიტეტის სასამართლო პათოლოგოანატომის, ფილიპ შარლიეს განცხადებით იტალიელ მკვლევართა მიერ განხორციელებული რეკონსტრუქცია სახისა და რბილი ქსოვილების აღდგენის ახალი მეთოდების წარმატებული დემონსტრირებაა.

 Nebiri  უნიკალური მეთოდით დაკრძალეს. იგი ცხოველური ცხიმების, არომატული მცენარეების და ორი ტიპის ფისის რთული ნარევით გაჟღენთილ ნაჭრებში იყო გახვეული. მიუხედავად იმისა, რომ ძველი ეგვიპტელის საფლავი გაძარცვული და დარბეული იყო, მისი მუმია ბალზამირების მაღალი ხარისხის გამო  მაინც კარგად იყო შემონახული. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ ფაქტს, რომ Nebiri  ეგვიპტურ ელიტას განეკუთვნებოდა.

 ამას გარდა მკვლევართა გუნდმა აღმოჩინა, რომ ეგვიპტელს ღრძილების მძიმე დაავადება სჭირდა და მარჯვენა საძილე არტერიის ათეროსკლეროზი აწუხებდა. მათი ვარაუდით Nebiri  გულის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა.