მნიშვნელოვანი სიახლეები
როგორ შეცვალა უზანგმა ცხენოსნობა და რა როლი ითამაშა მან იმპერიათა შენებაში

როგორ შეცვალა უზანგმა ცხენოსნობა და რა როლი ითამაშა მან იმპერიათა შენებაში

თითქოსდა მარტივი, მაგრამ ასე მნიშვნელოვანი - უზანგი ესაა გამოგონება, რომელმაც მსოფლიო ისტორია შეცვალა. მან შეცვალა ცხენოსნობა და ტრანსპორტირების ხერხები. ეს გამოგონება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მან ხელი შეუწყო იმპერიათა შენებას.

ეს მარტივი ნივთი არის ფეხშიგასაყარი რკინის რგოლი, რომელიც მხედარს ცხენზე ჯდომაში ეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ ცხენი 5 ათასწლეულის მანძილზე იყო მოშინაურებული, უზანგი მაინც მოგვიანებით გამოიგონეს. ამ მიღწევამ მთლიანად შეცვალა ცხენოსნობა და ის თუ როგორ მიმდინარეობდა ბრძოლა.

ცხენით ტრანსპორტირება უზანგამდე

ითვლება, რომ ცხენები ცენტრალურ აზიაში დაახლოებით ძვ.წ.ა. მე-5 ან მე-4 ათასწლეულში მოიშინაურეს. ადრეული მოშინაურებული ცხენები უფრო საჭმელად გამოიყენებოდა, ვიდრე  ტრანსპორტირებისთვის. თუმცა ნელ-ნელა მათი გამოყენება ტრანსპორტირებისთვისაც დაიწყეს. ლაგამის გამოგონებით ცხენის მართვა გახდა შესაძლებელი, ხოლო უნაგირით კი მასზე შეჯდომა შეძლეს.

უზანგის გამოგონებამდე ცხენზე ჯდომა ძნელი იყო, განსაკუთრებით ბრძოლისას. ალექსანდრე დიდის პერიოდისას ცხენოსნები ბრძოლაში მიაჭენებდნენ ხელში მძიმე შუბით, ბალანსირებას ცხენზე კი მის ბარძაყებზე მაგრად ჩაჭიდებით ახერხებდნენ. უძველესმა ეგვიპტელებმა კი სხვა გამოსავალი ნახეს და მათ ეტლებში აბავდნენ. მიუხედავად ამისა ეს საომარი საშვალებები უფრო ნელი იყო, ვიდრე ცხენზე ჭენება.

უზანგის ადრეული წარმომადგენლები

უზანგი ახ.წ.ა. მე-3 საუკუნისთვის გამოიგონეს. ახ.წ.ა. მე-3 საუკუნის ინდურ ქანდაკებებში გამოსახულია ფეხშიშველა მხედარი, რომელიც პატარა უზანგებს იყენებს, სადაც თავის ცერებს უყრიდა.

ასევე ადრეული უზანგების მსგავსები გვხვდება  კუშანში. იქ აღმოჩენილ გრავიურაზე ჩანს კაუჭის/პლათფორმის მსგავსი უზანგი, L-ის ფორმის ხის დასასვენებელი ფეხებისთვის. სამწუხაროდ ეს ადრეული ტიპის უზანგი არ შემორჩა დროს.

უზანგის თანამედროვე სახე, რომელშიც ტერფი მთლიანად შედის, გაჩნდა ახ.წ.ა. მე-4 საუკუნისთვის და ეს აღმოჩენა ხშირად ჩინელებს მიეწერებათ. ნანჯინში, ჯინის დინასტიის სამარხში იპოვეს კერამიკული ცხენის ფიგურები, რომელზედაც გამოსახულია უზანგები, რომლის მსგავსაც დღეს ხმარობენ. მსგავსი უზანგები ჩინეთსა და კორეის დიდებულთა სამარხებშიც არის ნაპოვნი.

რა როლი ითამაშა უზანგმა ისტორიულ მოვლენებში

ყველასდა გასაოცრად უზანგი ევროპაში მეერვე საუკუნემდე არ გამოიყენებოდა. თუმცა, სწორედ უზანგის მეშვეობით შესაძლებელი გახდა შუა საუკუნეების ევროპაში მძიმე კავალერიის ჩამოყალიბება, რაც ამ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს. ამ თითქოსდა პატარა გამოგონებამ შეცვალა ომის ისტორია და გავლენა იქონია სხვადასხვა იმპერიათა ჩამოყალიბებაზე.

მონღოლთა იმპერია უზანგით აშენდა?

ყველაზე დიდი გავლენა ისტორიაში უზანგისა ჩანს ცენტრალური აზიის სტეპებში. მე-13 საუკუნისას ჩინგის ხანმა წარმატებით გააერთიანა მონღოლთა ტომები და მათი ერთიანი მმართველი გახდა. ამან საშუალება მისცა ჩინგის ხანსა და მის მომხრეებს მახლობელი მიწები დაეპყროთ და მონღლთა იმპერია შეექმნათ.

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც მონღოლებმა შეძლეს დიდი იმპერიის აშენება - ესაა მათი ცხენოსანთა არმია. მონღოლები გასაოცარი მოჯირითეები იყვნენ და მშვილდის ხმარება ცხენზე ჯდომისასაც შეეძლოთ. ეს მათ დიდ უპირატესობას აძლევდა ბრძოლის ველზე და შეძლეს მსოფლიოში უდიდესი იმეპრიის შექმნა, დაწყებული ჩინეთიდან დამთავრებული ევროპამდე.

მონღოლთა საუკეთესო უზანგებიც მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო ამ ომებისას. 2016 წელს არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მე-10 საუკუნის მონღოლი დიდებული ქალის სამარხი. არტეფაქტები კარგად იყო შემონახული, მათ შორის იპოვეს უზანგებიც, რომლებიც დღესაც კი შეიძლება გამოიყენო.

შესაძლოა ისეთი პატარა გამოგონებების მნიშვნელობა, როგორიცაა უზანგი, არაა სრულად დაფასებული, მაგრამ ისინი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ისტორიაში. თუნდაც ის ფაქტი  გავითვალისწინოთ, რომ მათი საშუალებით მონღოლებმა უდიდესი იმპერია შექმნეს.