მნიშვნელოვანი სიახლეები
როგორც შეძლეს 7000 წლის წინ გრანიტის არტეფაქტების დამზადება რკინის ხელსაწყოების გარეშე?

როგორც შეძლეს 7000 წლის წინ გრანიტის არტეფაქტების დამზადება რკინის ხელსაწყოების გარეშე?

დაახლოებით ძვ.წ.ა. 5000 წლის უცნაური ჩიტის მაგვარი ქანდაკებები თავზგას უბნევენ ბერძენ არქეოლოგებს, რომლებსაც ვერ გაუგიათ თუ რას გამოსახავენ ისინი, ან როგორია მათი წარმომავლობა. „7000 წლის წინანდელი ენიგმა“ - ასე ერქვა ათენის ნაციონალური მუზეუმის ამ ახალ გამოფენას, სადაც წარადგინეს ეს სიძველეები

გრანიტისგან დამზადებული უნიკანული ნეოლითური ქანდაკება

გრანიტისგან დამზადებული ჩიტის მსგავსი გამოსახულება ექსპერტთა მიხედვით ლითონის ხელსაწყოს გარეშე დამზადდა, რადგან ნაოლოთის ხანის ბოლო პერიოდით თარიღდება. 36 სმ-მდე სიმაღლის ფიგურა უფრო დიდია, ვიდრე აქამდე ნაპოვნი სხვა ნეოლითური პერიოდის არტეფაქტები. მას აქვს წაწვეტებული ცხვირი და გრძელი კისერი და გასაოცრად მომრგვალებული მუცელი. „თუ გავითვალისწინებთ მის ზომასა და ტექნიკას, მაშინ ის მართლაც იშვიათი და უნიკალური ნამუშევარია ნეოლითური ხანისთვის,“ ამბობს კატია მანტელი, არქეოლოგი ათენის ნაციონალური არქეოლოგიური მუზეუმიდან.

უცნაურ ქანდაკებასთან დაკავშირებული საიდუმლო

ყველაფერი ამ ქანდაკებასთან დაკავშირებით საიდუმლოდ რჩება. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ის ჩრდილო საბერძნეთის რეგიონიდან,  თესალიიდან ან მაკედონიიდანაა. თუმცა ეს ჯერ კიდევ ჰიპოთეზად რჩება. მანტელის თქმით, „ეს შესაძლოა იყოს ადამიანის მაგვარი ფიგურა ჩიტის მსგავსი სახით, ან უბრალოდ ჩიტის, რომელსაც ნეოლითური საზოგადოებისთვის იდეოლოგიური და სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა.“

შესაძლოა ქანდაკება არ იყოს სრული სახით დამზადებული, რადგან იმ პერიოდის ადამიანებს არ ჰქონდათ სათანადო იარაღი, რომ მისთვის სრული ფორმა მიეცათ. რის გამოც ქანდაკებას უსქესო არსების გამოსახულება აქვს.

ეს არტეფაქტი მუზეუმში დროებით იყო გამოფენილი და ყოველდღიური ჩვენებისთვის არ არის განკუთვნილი.