მნიშვნელოვანი სიახლეები
რომაული თორმეტწახნაგა ენიგმა (+ვიდეო)

რომაული თორმეტწახნაგა ენიგმა (+ვიდეო)

რომაული თორმეტწახნაგა არის პატარა, ბრინჯაოსგან (იშვიათად ქვისგანაც) დამზადებული ფუღურო ნივთი -  გეომეტრიული ფიგურა თორმეტი გვერდით. თითოეული მხრიდან ხუთკუთხა ფორმისაა. თითოეულ კუთხესთან მათ პატარა ბურთულები აქვთ მიმაგრებული. ხოლო ხუთკუთხედის შიგნით კი მრგვალი ნახვრეტია გაკეთებული. როცა ისინი პირველად აღმოაჩინეს, მეცნიერებს მათი დანიშნულების შესახებ არანაირი წარმოდგენა არ ჰქონდათ.

რომაული თორმეტწახნაგა თარიღდება ახ.წ.ა. მე-2 ან მე-3 საუკუნით. ჩვეულებრივ მათი ზომა 4-დან 11 სანტიმეტრებს შორისაა. მსგავსი ათობით არტეფაქტი იპოვეს დიდ ბრიტანეთში, ბელგიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ლუქსემბურგში, ნედერლანდებში, ავსტრიაში, შვეიცარიაში და უნგრეთში.

ამ ნივთთან დაკავშირებული ყველაზე დიდი საიდუმლო  მის გამოყენებას შეეხებოდა. სამწუხაროდ მსაგვს ნივთებზე არანაირი ჩანაწერი არ მოიპოვება. ამის მიუხედავად მრავალი თეორია გაჩნდა მათ შესახებ: სასანთლეების ნაწილი (ერთ-ერთ მათგანში ცვილი იპოვეს), კამათელი, კვლევითი ინსტრუმენტი, მარცვლეულის დასათესად დროის გამოსათვლელი საშუალება, მილებში წყლის საზომი, დეკორაცია ან მორთულობა, სათამაშო,საქსოვი ხელსაწყო და შესაძლოა სულაც უბრალოდ გეომეტრიული ფიგურა.

ყველაზე მიღებული თეორიის მიხედვით ის  საბრძოლო  რიგის საზომ საშუალებას წარმოადგენდა, ანდა კატაპულტის კუთხის საზომად გამოიყენებოდა. ამან შესაძლოა ახსნას ხვრელების არსებობა ხუთკუთხედში გვაფიქრებინებს. ერთი მსგავსი თეორიის მიხედვით ის საინჟინრო ხელსაწყოა. თუმცა არც ერთი თეორია არ მტკიცდება, რადგან გაურკვეველია ზუსტად როგორ გამოიყენებოდა თორმეტწახნაგა არტეფაქტები.

ერთ-ერთი პოპულარული ვერსიით მათი დანიშნულება ასტრონომიული გაზომვები იყო, რათა ხორბალი დასათესი დრო განესაზღვრათ.  G.MC. Wagemans-ის მიხედვით „თორმეტწახნაგა იყო ასტრონომიული ინსტრუმენტი, რომლის კუთხეებში მზის სინათლის გატარებით შეიძლებოდა დროის გამოთვლა. ეს გამოთვლები სავარაუდოდ ძალიან მნიშვნელოვანი იყო სოფლის მეურნეობისთვის“. თუმცა ამ თეორიას ხელს უშლის ის ფაქტორი, რომ არტეფაქტები ერთი კონკრეტული ზომის არ გვხდება.

შემდგომი თეორიის მიხედვით თორმეტწახნაგა რელიგიური რელიკვია იყო, რომელიც ქურუმების მიერ რიტუალებში გამოიყენებოდა. თუმცა, ამის დასაზუსტებლად არანაირი წერილობითი წყარო არ გვხდება. შეიძლება თუ არა ეს უბრალოდ სათამაშო ნივთი ყოფილიყო ჯარისკაცებისთვის ომის გზაზე გასართობად? ზოგი წყაროს მიხედვით ეს დღევანდელი აზარტული თამაშების მსგავს გასართობში გამოიყენებოდა, სადაც ნიძლავს დებდნენ, თუ რომელ ნახვრეტზე დაეცემოდა თორმეტწახნაგა.

რამდენიმე ხნის წინ ბენო ართმენმა აღმოაჩინა რომაული არტეფაქტი, რომელიც თავდაპირველად თორმეტწახნაგა ეგონათ, მაგრამ მასზე ხუთკუთხედის მაგიერ სამკუთხედები იყო გამოსახული. ამან მეცნიერები დააფიქრა იყო თუ არა უფრო მეტი სახეობის თორმეტწახნაგა უცნაური ფიგურები ძველ რომში.

ერთი რამ ცხადია, თორმეტწახნაგები ძალიან გავრცელებული და ძვირფასი იყო, რადგან ზოგი არტეფაქტები სამარხის საგანძურებშიც იპოვეს. არქეოლოგები იმედს იტოვებენ, რომ ამ უცნაურ ნივთზე სამომავლოდ უფრო მეტს გაიგებენ.