მნიშვნელოვანი სიახლეები
რომელმა ქალღმერთმა დაკარგა თავისი ფეხი გემის ნამსხვრევებში? თურქეთის წყლებში 2700 წლის წინანდელი ქანდაკება იპოვეს (+ვიდეო)

რომელმა ქალღმერთმა დაკარგა თავისი ფეხი გემის ნამსხვრევებში? თურქეთის წყლებში 2700 წლის წინანდელი ქანდაკება იპოვეს (+ვიდეო)

თურქი არქეოლოგების ჯგუფმა გამოაცხადეს, რომ ფეხშიშველი ქალის გამომწვარი თიხისგან გაკეთებული ქანდაკება იპოვეს. შეიძლება თუ არა ეს  წყალში დაკარგული აფროდიტეს ფეხი იყოს? მათი თქმით ქანდაკება ეგეოსის ზღვის ქვიშებში იყო დამარხული და შესაძლოა იგი დიდი ისტორიული აღმოჩენა გახდეს.

ქანდაკება არქაული პერიოდით თარიღდება და უძველესი საბერძნეთიდანაა

ეგეოსის ზღვის მკვლევარი არქეოლოგების მიხედვით 2700 წლის წინანდელი თიხის ქანდაკება გემის ნამსხვრევებს შორის იპოვეს და წყლის ქვეშ, თურქეთის სამხრეთ ზღვის სანაპიროებთან, 42.67 მეტრის სიღრმეში იმყოფებოდა.

ჰარუმ ოზდაში, გათხრების ხელმძღვანელი ამასთან დაკავშირებით ამბობს,

„ასეთი დიდი გამომწვარი თიხისგან დამზადებული ქანდაკება ჩვენს ქვეყანაში პირველად შეგვხდა. ამჟამადი კვლევა აჩვენებს, რომ უძველეს ხანაში ხმელთაშუა ზღვის ხალხი ხშირად ურთიერთობდა ერთმანეთთან. ამ ხალხებმა თავიანთი ისტორიის დიდი ნაწილი წყალქვეშ დატოვეს“.

უძველესი ბერძნული ქანდაკება შესაძლოა აფროდიტე იყოს

ეს კერამიკული სკულპტურა  ფეხშიშველა ქალს გრძელი კაბით და სავარაუდოდ ის კვიპროსელთა ძველ ბერძნულ ქალღმერთს გამოსახავს.

ჯერ მისი დათარიღება ნაადრევია, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ის ძვ.წ.ა. მე-7 საუკუნის უნდა იყოს. ამ დროს უძველესმა ბერძნებმა მეფარადან მრავალი კოლონიები დაარსეს, მათ შორის ბიზანტიურის დასახლებაც. მოგვიანებით ეს დასახლება ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლად გადაიქცა, დღეს კი ის სტამბულის სახელითაა ცნობილი.

ბატონი ჰარუმ ოზდაში ვარაუდობს, რომ კვიპროსელი ქალღმერთი შესაძლოა აფროდიტე იყოს, რომელიც სილამაზისა და სიყვარულის მფარველი გახლდათ. ის კვიპროსზე ღვთაებებს შორის ყველაზე პოპულარული იყო. ბერძნული მითოლოგიის მიხედვით აფროდიტა ამ  კუნძულის მახლობლად იშვა. რის გამოც კვიპროსი მისი კულტის თაყვანისცემის ცენტრს წარმოადგენდა.

ბატონი ოზდაშის თქმით ქანდაკებას და სხვა ნაპოვნ არტეფაქტებს სამომავლო კვლევებისთვის ბოდრუმის წყალქვეშა არქეოლოგიის მუზეუმის ლაბორატორიაში წაიღებენ.

მკვლევართა გუნდი ისევ დაუბრუნდება შემდგომ ამ არქეოლოგიურ მიდამოს თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს დახმარებით, რათა მათ კიდევ ახალი აღმოჩენები გააკეთონ.