მნიშვნელოვანი სიახლეები
რომის მეტროში უძველესი არტეფაქტები აღმოაჩინეს (+ვიდეო)

რომის მეტროში უძველესი არტეფაქტები აღმოაჩინეს (+ვიდეო)

რომის მეტროს ახალი ხაზის მშენებლობისას არქეოლოგებმა უძველესი ჭურჭლის კოლექცია აღმოაჩინეს.

რომის მეტროს გაფართოების პროექტს დიდი ხანი ელოდნენ და აი მშენებლობა არქეოლოგებისათვის იღბლიან აღმოჩენად გადაიქცა. მიწაში აღმოჩენილი არტეფაქტები მეტროს ერთ-ერთ სადგურზე გახსნილ ექსპოზიციაში განათავსეს. გამოფენას Metro C უწოდეს და მასში წარმოდგენილია ამფორები, მარმარილოს პანელები, მონეტები და ძველრომაული ატმის კურკებიც კი.

სამდონიანი სადგური San Giovanni, რომლის გახსნაც 2018 წლისათვისაა დაგეგმილი, შესაძლოა სრულფასოვან ტურისტულ ობიექტად იქცეს. არქეოლოგი როსელა რი, რომელიც გათხრებზეა პასუხისმგებელი, ამტკიცებს რომ ხელისუფლება ყველანაირად ეცდება რომის მეტრო ტურისტების ინტერესის სფეროდ აქციოს.

არქეოლოგთა განცხადების თანახმად 20 მეტრის სიღრმეზე აღმოჩენილი ჭურჭელი იმის დასტურია, რომ აქ ოდესღაც ფერმა მდებარეობდა. უამრავი ორგანული ნარჩენი - ნიჟარები, ატმის კურკები და სხვა თითქმის ხელუხლებელ მდგომარეობაში აღმოჩნდა.