მნიშვნელოვანი სიახლეები
რუსეთის ყველაზე ძველი ქრისტიანული ტაძარი დერბენტში მდებარეობს

რუსეთის ყველაზე ძველი ქრისტიანული ტაძარი დერბენტში მდებარეობს

უნიკალური ძეგლი დერბენტში, ნარინ-ყალას ციხე-სიმაგრეში მდებარეობს. იგი შესაძლოა რუსეთის ტერიტორიაზე არსებული უძველესი ქრისტიანული ტაძარი აღმოჩნდეს. ტაძრი სავარაუდოთ V-VII საუკუნეებით თარიღდება.

წერილობითი წყაროებით სწორედ ამ პერიოდში დერბენტი აღმოსავლეთ კავკასიის ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული ცენტრი იყო.  დერბენტში არაბების გაბატონების შემდეგ, დაწყებული VIII საუკუნიდან ტაძარი მიატოვეს, ხოლო XVII-XVIII საუკუნეებში იგი სიმაგრეში წყლის ავზად გადააკეთეს.

 არქეოლოგებმა თავიდან ავზის დაგეგმარებას მიაქციეს ყურადღება. იგი სიმაგრის ცენტრში მდებარეობს. მას ჯვრის ფორმა აქვს და ჰორიზონტის მხარეების მიხედვით არის ორიენტირებული. სიმაგრეში 6 წყლის ავზი იყო. მათგან ხუთს რაციონალური მართკუთხა ფორმა აქვს და მიწისქვეშა ან ნახევრადმიწისქვეშაა. მხოლოდ ამ ერთ ავზს ჰქონდა ჯვრის ფორმა, უფრო მეტიც მას გუმბათისებური გადახურვა აქვს. ყველაფერი ეს გათხრების დაწყებისთანავე დიდი ყურადღებას იქცევდა.

გათხრების შედეგად გაირკვა, რომ ნაგებობა სხვა ავზებივით კლდეში არაა ნაკვეთი. კლდე  9 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს. ნაგებობის გარშემო კი XVIII-XIX საუკუნეების კულტურული ფენებია, უფრო მეტიც ყველა წყალსადინარი ავზის კედლის ზედა ნაწილებში მდებარეობს და ისინიც  XVII საუკუნის ბოლო პერიოდს განეკუთვნება. ავზის კედლების ქვედა ფენებში კი არცერთი წყალსადინარი არაა.  მაშ როგორ იღებდნენ წყალს ავზიდან? ყველა ეს ფაქტი იმაზე მიუთითებდა, რომ ნაგებობა იმთავიდვე ავზს არ წარმოადგენდა. ჯვრის ფორმის, გუმბათიანი, ჰორიზონტის მხარეების მიხედვით ორიენტირებული ნაგებობა მხოლოდ ქრისტიანულ ტაძარს შეიძლება წარმოადგენდეს.

ნაგებობა სიმაგრის კედლებისგან 15 მეტრზე მდებარეობს. ჯვრის ფორმის ნაგებობის მკლავების შიდა სიგანე 4,7 მეტრს შეადგენს. სამი მკლავის სიგრძე 4,2 მეტრის, ხოლო მეოთხე - დასავლეთის მკლავის სიგრძე 5,6 მეტრს შეადგენს. გუმბათის დიამეტრი 5 მეტრია. იატაკიდან გუმბათის წვერომდე მანძილი დაახლოებით 10 მეტრია.

ძეგლის საერთო სიგრძე აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით 15 მეტრია, ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით კი 13 მეტრი.