მნიშვნელოვანი სიახლეები
საფრანგეთში კელტი პრინცის შთამბეჭდავი სამარხი აღმოაჩინეს

საფრანგეთში კელტი პრინცის შთამბეჭდავი სამარხი აღმოაჩინეს

საფრანგეთის არქეოლოგიური კვლევის ეროვნული ინსტიტუტის (Inrap) თანახმად, შამპანის რეგიონში აღმოჩნდა დიდი გორასამარხი, სადაც რკინის ხანის კელტი პრინცი დამარხულ იქნა თავის ეტლთან ერთად. იგი მდებარეობს ჩრდილო–დასავლეთ საფრანგეთის მხარეს, ლავოს პატარა სოფელში; 130 ფუტისაა და თარიღდება ძვ.წ. მე-5 საუკუნით. 2,500 წლიანი სამარხი წარმოადგენს 150 კვ. ფუტის დასაკრძალავი კამერას, რომლის ცენტრშიც ეტლში დასვენებული გარდაცვლილია განთავსებული.

“ეს გამონაკლისი სამარხია, სადაც დაცულია უნიკალური სამარხეული ინვენტარი, რომელიც შეეფერება რკინის ხანის პირველი ნახევრის ბოლოს ელიტის უმაღლეს წარმომადგენელს.“, წერია ინსტიტუტის მოხსენებაში, რომელიც გათხრებს აწარმოებს გასული წლის ოქტომბრის თვიდან.

undefined

უმთავრეს მონაპოვარს წარმოადგენს გრძელი, ბრინჯაოს დეკორირებულიღვინის კარდალა, რომელიც სავარაუდოდ დამზადებულია ბერძენი ან ეტრუსკი ხელოსნის მიერ.

კარდალა დაახლოებით 3,2 ფუტი დიამეტრისაა და გააჩნია ოთხი მომრგვალო ფორმის სახელური, რომელიც შემკულია ბრინჯაოს თავებით, ბერძენი ღმერთის აქელოოსის გამოსახულებით. მდინარის ღვთაება წარმოდგენილია რქებით, წვერებით, რომელსაც ხარის ყურები და სამმაგი ულვაში. მეტი შემკულობაა აღმოჩენილი კარდალას ძირის გარშემო, სადაც  გამოსახულია ლომის რვა თავი.

undefined

ლარდალას შიგნით, არქეოლოგებმა იპოვეს ღვინის კერამიკული ჭურჭელი, რომელსაც ჰქვია  ოინოხოა. იგი შემკული იყო შავი ფიგურების გამოსახულებით. დეკორაციის კომპოზიციაში ჩართული იყო ღმერთი დიონისე, რომელიც ვენახის ქვეშაა გაწოლილი და ქალს უყურებს.

“სავარაუდოდ ეს უნდა იყოს ნადიმის სცენა, რომელიც ციკლური თემაა ბერძნული იკონოგრაფიისათვის“, ამბობს ერთ–ერთი მკვლევარი.  

ბერძნულ–ლათინური ღვინოს ნაკრები, რომელიც იპოვეს უკიდურეს ჩრდილოეთით, დამახასიათებელია კელტი არისტოკრატული ნადიმისათვის.

ღვინის კარდალა წარმოადგენს არა მხოლოდ გარდაცვლილის სიმდიდრესა და ძალაუფლებას – იგი ასევე ასახავს  კელტური ელიტარული ფენისა და ხმელთაშუაზღვის სამყაროს შორის გაზრდილ კავშირს, აღნიშნულია მოხსენებაში.

undefined

ძვ.წ. მეექვსე საუკუნის ბოლოსა და მეხუთე საუკუნის დასაწყისში, ბერძნული და ეტრუსკული ქალაქ–სახელმწიფოები, კონკრეტულად კი მარსელი, განიცდიდა მძლავრ ეკონომიკურ წინსვლას.

ხმელთაშუაზღვისპირელი ვაჭრები, რომლებიც ეძიებდნენ მონებს, ლითონსა და სხვა ძვირფას საქონელს, როგორიცაა ქარვა, კავშირს ამყარებდნენ კონტინენტურ კელტურ ტომებთან, რომელნიც აკონტროლებდნენ მთავარ საკომუნიკაციო მარშრუტებსმდინარეების სენას, რონას, სონას,  რაინისა დადუნაის აუზებში.

undefined

კელტებმა დიდი სარგებელი მიიღეს ამ ეკონომიკური ურთიერთობებით.ზოგიერთი ბერძნული და ეტრუსკულიწარმოშობის ნივთები იქნა აღმოჩენილი სხვა მონუმენტურ ყორღანებში, რომელიც აღმოჩნდა ჰოინებურგისა და ჰოჰდორფში (გერმანია) და  ბურჟსა და ვიქსში (საფრანგეთი).

აღნიშნულ ადგილზე გათხრები დასრულდება თვის ბოლოს.